LIVE

VTB: რუსული ბანკების მოგება მომდევნო წელს მნიშვნელოვნად შემცირდება

28 სექ 202312:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 376
VTB: რუსული ბანკების მოგება მომდევნო წელს მნიშვნელოვნად შემცირდება

რუსეთის მეორე უმსხვილესი ბანკის, VTB-ის, ფინანსური ხელმძღვანელის განცხადებით, მომდევნო წელს რუსული ბანკების მოგება მნიშვნელოვნად შემცირდება; ამის მიზეზი კი ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის მუდმივი და თანმიმდევრული ზრდა გახდება.

ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მთავარი განაკვეთი პირველად მიმდინარე წლის ივლისში 7.5%-დან 8.5%-მდე გაზარდა; შემდეგ აგვისტოში - 8.5%-დან 12%-მდე, ხოლო ბოლოს - მიმდინარე თვეს, 13%-მდე. მიზეზი გაუფასურებული რუბლი და ინფლაციაა. 

VTB ელოდება, რომ ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს წლის ბოლომდე 14%-მდე გაზრდის. 

ბანკის ფინანსური ხელმძღვანელის, დიმიტრი პიანოვის, განცხადებით, მაღალი საპროცენტო განაკვეთები VTB-ის წმინდა შემოსავლებზე ჯერ არ აისახება, თუმცა რამდენიმე თვეში შედეგი დადგება. 

"(ცენტრალური ბანკის მიერ) საპროცენტო განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტის ზრდაზე ჩვენ დაახლოებით 15 მილიარდი რუბლის კლება გვაქვს," - აცხადებს პიანოვი.