LIVE

როგორ შეიცვალა TBC-ის და საქართველოს ბანკის აქციები

21 სექ 202312:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 475
როგორ შეიცვალა TBC-ის და საქართველოს ბანკის აქციები

19 სექტემბრის შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC ბანკის აქციების ფასმა 0.84%-ით მოიმატა, ხოლო საქართველოს ბანკის აქციები 1.2%-ით დაეცა.

შესაბამისად, TBC ბანკის ერთი აქციის ღირებულება 29.95 გირვანქა სტერლინგია, ხოლო საქართველოს ბანკის - 36.85 გირვანქა სტერლინგი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სანქციების აღსრულების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ საქართველოში კომერციული ბანკების უმეტესობამ განაცხადა, რომ ისინი საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ

"ვრჩებით საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში. საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაშია ჩვენი ყველა ოპერაცია, რასაც გავაკეთებთ და ვაკეთებდით," -  განაცხადეს TBC ბანკში. მსგავსი კომენტარი გააკეთა საქართველოს ბანკმაც: "გავაგრძელებთ სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას. ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას."