LIVE

კარდანო - მორიგი დიდი კრიპტოვალუტა

14 მარ 202119:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 2326
კარდანო - მორიგი დიდი კრიპტოვალუტა
CoinBureau

ბოლო სამი თვის განმავლობაში კარდანოს მეტეორული ზრდა კრიპტოვალუტებში ყველაზე გამოცდილი ინვესტორების ყურადღებას იპყრობს.

კარნადო საბაზრო ღირებულების მიხედვით მესამე უდიდესი კრიპტოვალუტაა ბიტკოინის და ეთერიუმის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ კიდევ არ გააჩნია მრავალი ისეთი ფუნქცია, რომელიც მის უკვე თავდამკვიდრებულ კონკურენტებს  აქვთ, ამას ხელი არ შეუშალა კარდანოსთვის Reddit- ზე ლოიალური მიმდევრების მოეპოვებინა. თუმცა კარდანომ, ასევე Reddit-ის ფავორიტი GameStop-ისგან განსხვავებით, ამ დრომდე შეძლო აღმავალი ტრენდის შენარჩუნება.

კარდანო 33 წლის ჩარლზ ჰოსკინსონმა შექმნა. ჰოსკინსონი, კრიპტომანიამდე PhD-ს სტუდენტი იყო. ახლა ის ერთგვარ კრიპტო როკ-ვარსკვლავად იქცა, ფანები ჰყავს და  YouTube არხს მართავს 105,000 გამომწერით.

მიუხედავად იმისა, რომ მის YouTube ვიდეოებს ათობით ათასი ადამიანი უყურებს, კარდანო ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. განახლების შემდეგაც, ის ჯერ კიდევ ვერ გამოიყენება დეცენტრალიზებული ფინანსური პროექტებისთვის, რომლებიც მომხმარებლებს სესხის მიღების და ვაჭრობის საშუალებას აძლევს. ე.წ. ჭკვიანი კონტრაქტის ფუნქციონალი, რაც ამ ტრანზაქციებისთვის არის საჭირო, სავარაუდოდ წელს გახდება ხელმისაწვდომი.

კარდანოს აღმდგარი პოპულარობა მისტიკითაა მოცული ზოგიერთი კრიპტოექსპერტისთვისაც. კრიპტოვალუტამ პირველ პიკს 2018 წლის დასაწყისში მიაღწია კრიპტო ბუმის დროს, სანამ  დრამატულად დაეცემოდა. წელს კი კარდანო, CoinMarketCap.com- ის თანახმად, საბაზრო ღირებულებით $ 5.6 მილიარდიდან  $ 34 მილიარდამდე გაიზარდა.

ჰოსკინსონმა კომერციული კომპანია IOHK 2015 წელს დაარსა, რომლითაც კარდანოსა და კრიპტოვალუტის სხვა პროექტების შემუშავება დაიწყო. პროექტი მსხვილი ინვესტორების მიერ დაფინანსდა და აზიაში თავდაპირველი შეთავაზებისას დაახლოებით 70 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

კანადოს განვითარებაზე ამჟამად 12 კომპანია მუშაობს. Electric Capital-ის მიხედვით, 2018 და 2020 წლის ოქტომბრამდე, კარდანოზე აქტიურად მომუშავე დეველოპერების საშუალო რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.

თავად ჰოსკინსონი კი  პროცესის უფრო ტექნიკური მხარით არის დაინტერესებული.

”ჩემი საქმეა ყველაფერი გავმართო, ანუ შემიძლია ვიყო ის, რაც სტივ ვოზნიაკი იყო Apple- სთვის"- ამბობს ჰოსკინსონი

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოლგა ხარიფი