ფეხბურთის ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ საათების სავაჭრო ონლაინ პლატფორმა Chrono24-ის წილი იყიდა.
ამ ნაბიჯით, რონალდუ უერთდება გერმანიის ქალაქ კარლსრუეში მდებარე Chrono24-ის ამჟამინდელ აქციონერებს, რომელთა შორისაც მსოფლიოში მე-2 უმდიდრესი ადამიანი, LVMH-ის თავმჯდომარე, ბერნარ არნოცაა.
Chrono24-ს პორტუგალიელი ვარსკვლავის წილის მოცულობა არ გაუმჟღავნებია. 2021 წლის შეფასებით, კომპანიის კაპიტალიზაცია $1 მილიარდს აჭარბებს.
ცნობილია, რომ ფეხბურთის ვარსკვლავი ფლობს ძვირადღირებული საათების მრავალფეროვან პერსონალურ კოლექციას, რომელიც მილიონობით დოლარად არის შეფასებული. შემჩნეულია, რომ რონალდუ ატარებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: Rolex, Jacob & Co., Girard-Perregaux და Franck Muller.
Chrono24-ის განცხადებით, რონალდუსთან გარიგება მარკეტინგული გეგმის ნაწილი არ არის.
"ფული მან მოგვცა და არა, პირიქით",- ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ტიმ სტრეკი.
Chrono24 მეორადი ძვირადღირებული საათების ყველაზე დიდი სავაჭრო პლატფორმაა.
საკონსულტაციო ფირმა Deloitte-ის თანახმად, მეორადი საათების ბაზარი 2030 წლისთვის 75%-ით გაფართოვდება და 35 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს ($39.6 მილიარდი) მიაღწევს.
ანალიზისა და საკონსულტაციო ფირმა LuxeConsult-ის თანახმად, მეორადი საათების შემოსავალმა შეიძლება 2033 წლისთვის ახალი საათების გაყიდვებს გადააჭარბო.