LIVE

მიანმარი საყოველთაო გაფიცვამ მოიცვა

08 მარ 202116:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 554
მიანმარი საყოველთაო გაფიცვამ მოიცვა
AFP/Getty Images

საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში, მიანმარელი მომიტინგეები ქვეყნის უდიდეს ქალაქებში გამოვიდნენ. პროტესტმა მოიცვა იანგონის, მანდალეისა და სხვა ქალაქების ქუჩები.

მიანმარში მომუშავე 18 პროფკავშირი მიანმარელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სამუშაოს შეჩერებისა და დაუმორჩილებლობისკენ ერთობლივი განცხადებით მოუწოდებს.

გავრცელებული განცხადების თანახმად, მიანმარის დემოკრატიისათვის ბრძოლაში სწორედ ხალხმა უნდა გაიმარჯვოს.

ამავდროულად, მიანმარელი გენერლები საერთაშორისო წნეხის ქვეშ მოექცნენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ლიდერებს ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდებს. თუმცა მკაცრი განცხადებების მიუხედავად, ქვეყნის ლიდერების მიმართ სანქციებს მხოლოდ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა მიმართა.

ამასობაში, მიანმარის პოლიცია ანტი-სახელმწიფოებრივი გამოსვლების გამოძიებას და მომიტინგეების დაკავებას აგრძელებს. მათ, ვინც სამართალდამცავებს ეწინააღმდეგება და ხალხს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს, 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება 1 თებერვალს დაიწყო. არმიამ სამოქალაქო ლიდერები დააპატიმრა. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ქვეყანაში აქციები განუწყვეტლივ მიმდინარეობს. მიანმარში მსხვერპლი დღითიდღე იზრდება. ამ დროისთვის გამოსვლებს სულ მცირე 64 კაცი ემსხვერპლა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია