LIVE

მორიგი ჩაკეტვის ასარიდებლად, კერძო ბაღები რეგულაციებს ამკაცრებენ

08 მარ 202113:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 468

საგანმანათლებლო ასოციაცია მნათი კერძო ბაღებში მოქმედი რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობს. იმ მიზნით, რომ ვირუსის გავრცელების ახალი ტალღის შემთხვევაში, სექტორი მორიგ ჩაკეტვას გადაურჩეს, შრომის ინსპექციის მიერ დაწესებული რეგულაციების პარალელურად,  კერძო ბაღები მზად არიან, საკუთარი ძალისხმევითაც გაამკაცრონ შეზღუდვები.

უფრო კონკრეტულად, შრომის ინსპექციის მიერ დაწესებული რეგულაციების პარალელურად, ბაღები გეგმავენ კლასტერების შექმნას, ასევე სათამაშოებისა და სამუშაო სივრცის დეზინფექციას იმაზე ხშრად, ვიდრე ეს სავალდებულოა. 

როგორც კერძო ბაღების წარმომადგენლები ამბობენ, ამ ეტაპზე სექტორის 40% უკვე გაკოტრებულია. შესაბამისად, მოსალოდნელი მესამე ტალღის ფონზე, გადარჩენილი კომპანიებისთვის საქმიანობის კიდევ ერთხელ შეჩერება გარანტირებულ გაკოტრებას გამოიწვევს.