
საქართველოში ტურისტული ლოკაციების ნაწილზე შესვლის საფასური, სავარაუდოდ, 1 ივნისიდან გაიზრდება.
"ბიზნეს ფორმულასთვის" ცნობილი გახდა, რომ ფასის ცვლილება შეეხება მარტვილის კანიონს, ოკაცეს, კინჩხას, პრომეთეს მღვიმეს და სათაფლიას.
ბილეთები ძვირდება როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელებისთვის.
მარტვილის კანიონი
საქართველოს მოქალაქე და რეზიდენტი - ახალი ფასი: 12 ლარი, არსებული ფასი: 9 ლარი;
სხვა ქვეყნის მოქალაქე - ახალი ფასი: 20 ლარი, არსებული ფასი: 15 ლარი;
ნავით გასეირნება - ახალი ფასი: 15 ლარი.
ოკაცეს კანიონი
საქართველოს მოქალაქე და რეზიდენტი - ახალი ფასი: 12 ლარი, არსებული ფასი: 8 ლარი;
სხვა ქვეყნის მოქალაქე - ახალი ფასი: 20 ლარი, არსებული ფასი: 15 ლარი.
კინჩხა
საქართველოს მოქალაქე და რეზიდენტი - ახალი ფასი: 12 ლარი, არსებული ფასი: 9 ლარი;
სხვა ქვეყნის მოქალაქე - ახალი ფასი: 20 ლარი, არსებული ფასი: 15 ლარი.
პრომეთეს მღვიმე
საქართველოს მოქალაქე და რეზიდენტი - ახალი ფასი: 12 ლარი, არსებული ფასი: 11.50 ლარი;
სხვა ქვეყნის მოქალაქე - ახალი ფასი 25 ლარი, არსებული ფასი: 23 ლარი;
ნავით გასეირნება საქართველოს მოქალაქე და რეზიდენტი - ახალი ფასი: 13 ლარი, არსებული ფასი: 11.50 ლარი;
ნავით გასეირნება სხვა ქვეყნის მოქალაქე - ახალი ფასი: 20 ლარი, არსებული ფასი: 17.25 ლარი.
სათაფლია
საქართველოს მოქალაქე და რეზიდენტი - ახალი ფასი: 10 ლარი, არსებული ფასი: 8 ლარი.
სხვა ქვეყნის მოქალაქე - ახალი ფასი: 20 ლარი, არსებული ფასი: 17.25 ლარი.
აღნიშნულ ლოკაციებზე 6 წლიდან 18 წლამდე მოზარდთა ბილეთებს ცვლილება არ ეხება.