LIVE

არსებობს თუ არა სანქციების არიდებაში საქართველოს გამოყენების რისკი - სუბირ ლალის პასუხი

11 მაი 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 368
არსებობს თუ არა სანქციების არიდებაში საქართველოს გამოყენების რისკი - სუბირ ლალის პასუხი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, სუბირ ლალის თქმით, პოლიტიკის შემქმნელებმა რეგიონსა და საქართველოში, მუდმივად უნდა იზრუნონ, რომ რუსეთმა სანქციების თავიდან ასარიდებლად არ გამოიყენოს. ამის შესახებ მან ასტანაში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, "ბიზნეს ფორმულას" კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციების ფონზე რეგიონში გაზრდილ ტრანზიტულ ვაჭრობასთან დაკავშირებით, სუბირ ლალი განმარტავს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა განპირობებულია მრავალი ფაქტორით და ეს მხოლოდ ტრანზიტული ვაჭრობის ზრდას არ უკავშირდება.

"ერთია, რომ ეკონომიკური ზრდა მრავალი ფაქტორითაა გამოწვეული და მეორე, რომ პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა შეინარჩუნონ როგორც ფინანსური, ასევე ვაჭრობის მიმართულება, რათა უზრუნველყონ, რომ ქვეყანა არ გახდეს სანქციების თავიდან აცილების გზა. ეს არ არის პროცესი, რომელიც იწყება და მთავრდება. ეს მიმდინარე მცდელობაა. უფრო ხანგრძლივი სანქციები დაწესდება, რაც ნიშნავს, რომ მცდელობა უნდა გაგრძელდეს და დახვეწოს", - ამბობს სუბირ ლალი.

აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდი ახალ მიმოხილვაში ისეთ რისკებზეც ამახვილებს ყურადღებას როგორიცაა რეგიონში გაზრდილი ტრანზიტული ვაჭრობა.

„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა და სავაჭრო მარშრუტების ცვლილებამ რუსეთსა და რეგიონის ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირები გაამყარა, მათ შორისაა სომხეთი, საქართველო, ტაჯიკეთი, უზბეკეთი. სანქციებმა შეცვალა ტრადიციული სავაჭრო მარშრუტები ჩინეთსა და ევროკავშირს შორის, შესაბამისად, მარშრუტებმა რუსეთიდან მისი მეზობელი ქვეყნებისკენ გადაინაცვლა. ეს ცვლილებები მოიცავს ტრანზიტული ვაჭრობის ზრდას, მათ შორისაა საქართველო, ყირგიზეთი, სომხეთი. რუსეთთან გაზრდილი სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ომის სცენარებისა რუსეთში ეკონომიკური ვითარების გაუარესების და სანქციების გაღრმავების პოტენციური რისკების წინაშე“, - ნათქვამია ანგარიშში.

ცნობილია, რომ ევროკავშირი განიხილავს სანქციების ახალ მექანიზმს მესამე ქვეყნებისთვის, რომლებიც, ბლოკის შეფასებით, არ აკეთებენ საკმარისს იმისათვის, რომ რუსეთმა სანქციების თავიდან არიდება ვერ შეძლოს. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც ძირითადი საქონლისა და ტექნოლოგიების ვაჭრობის მკვეთრად გაზრდილ მაჩვენებლებს დამაჯერებლად ვერ ხსნიან.