LIVE

A კატეგორიის ტაქსის ლიცენზია 10 000 ლარი ღირს

04 მაი 202312:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 1698
A კატეგორიის ტაქსის ლიცენზია 10 000 ლარი ღირს

ონლაინ პლატფორმებზე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზია 10 000 ლარი ღირს, რაც რიგ შემთხვევებში ავტომობილის საფასურზე ძვირიც კია.

როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, ალექსი ნონიაძემ "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნა, ლიცენზიის საფასური გადაჭარბებულია. მისივე თქმით, არსებული სიტუაცია გაუგებარია, რადგან რიგ შემთხვევებში ერთ ფიზიკურ პირზე რამდენიმე ლიცენზიაა გაცემული.

"თუ მიზანი არის ის, რომ მოხდეს ბაზრის კაპიტალიზაცია, მაშინ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული სიტუაცია ცოტა გაუგებარია. რადგან თავად თბილისის მერიის განცხადებით, რიგ შემთხვევაში ერთ ფიზიკურ პირს ერთზე მეტი ლიცენზია აქვს. 10 000 ლარი ზოგ შემთხვევაში თავად ავტომობილიც კი არ ღირს და რთული სათქმელია თუ როგორ გადაიხდის ტაქსის მძღოლი ამ საფასურს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს თანხა ცოტა გადაჭარბებულია", - განაცხადა ალექსი ნონიაძემ

ცნობისთვის, A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის აღება 20 მარტამდე ნებისმიერ პირს შეეძლო და ამ ეტაპისთვის ჯამში 35 000 ლიცენზიაა გაცემული. ვიცე-მერის თქმით, სექტორი ლიცენზიის გაყიდვისა და გაქირავების საფასურს თავად დაარეგულირებს.