
ბიტკოინის ფასი სინგაპურში ვაჭრობაში 1.1%-ით დაეცა და $29 470 შეადგინა მას შემდეგ, რაც უმსხვილესი კრიპტოვალუტის ღირებულება ერთი დღით ადრე 3%-ით შემცირდა. ეს 9 მარტის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა.
გასულ თვეში ბიტკოინი ზრდის ტენდენციას აჩვენებდა. აპრილში მონეტის ფასმა $30 000-ს გადააჭარბა.
ბიტკოინის ფასის შემცირება კრიპტოსფეროს სიახლეებს და აშშ-ის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შესაძლო გამკაცრებას უკავშირდება.
გუშინ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) კრიპტოვალუტის ბირჟა Bittrex და მისი ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სააგენტოს წესების დარღვევაში დაადანაშაულა.
აშშ-ის უახლესმა ეკონომიკურმა მონაცემებმა გაამყარა მოსაზრება, რომ Fed მაისში რეფინანსირების განაკვეთს გაზრდის.
IG Australia-ს ბაზრის ანალიტიკოსი ტონი სიკამორი მიიჩნევს, რომ ბიტკოინი შესაძლოა, კვლავ $27 000-მდე დაეცეს.