
აშშ დოლარის ინდექსი, რომელიც დოლარის კურსს ექვს ძირითად ვალუტასთან მიმართებით ზომავს, დღეს 0.16%-ით 102.31-მდე დაეცა.
გუშინ 0.34%-იანი შემცირების შემდეგ, ევრო 0.26%-ით გამყარდა და 1 ევროს ფასი $1.08885 გახდა.
ბიტკოინმა დღეს 10 თვის ახალ მაქსიმუმს მიაღწია და 1 ბიტკოინის ფასმა ჯერ $30 438, საბოლოოდ კი $30 053 შეადგინა.
გასული სამი კვირის განმავლობაში ციფრული ტოკენი დაახლოებით $26.500-დან $29.400-მდე მერყეობდა.
აშშ-ის მარტის თვის სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI), რომელიც ხვალ გახდება ცნობილი, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ცენტრალური ბანკის მონეტარულ პოლიტიკას.
ტრეიდერების შეფასებით, 71%-ია ალბათობა, რომ მარეგულირებელი 3 მაისს რეფინანსირების განაკვეთს კიდევ ერთი მეოთხედი პუნქტით გაზრდის, მას შემდეგ, რაც გასულ პარასკევს გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ამერიკელი დამსაქმებლები მარტში ძლიერი ტემპით აგრძელებდნენ თანამშრომლების აყვანას, რაც ამცირებს უმუშევრობის დონეს.
ტრეიდერები ელიან, რომ Fed რეფინანსირების განაკვეთების შემცირებას დაახლოებით სექტემბრიდან დაიწყებს.