LIVE

ბორის ნემცოვის მკველობიდან 6 წელი გავიდა

27 თებ 202116:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 341
ბორის ნემცოვის მკველობიდან 6 წელი გავიდა

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა. ის მოსკოვში ხიდზე სეირნობის დროს მოკლეს. ოფიციალური ვერსიით მმკვლელობა ხუთმა ჩეჩენმა ჩაიდინა, მკვლელობის ორგანიზატორი კი რუსლან მუხუდინოვია. 

მკვლელობის შესახებ მოსკოვის ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მკვლელობამდე ნემცოვი უკრაინაში დაწყებულ ომში რუსეთის მონაწილეობის გამოაშკარავებაზე მუშაობდა. მისი მკვლელობის შემდეგ ანგარიში მისმა თანამებრძოლებმა გაასაჯაროვეს.

ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდ ვერბშოუ ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ ამბობდა, რომ „ნემცოვი დემოკრატიის ძლიერი ხმა იყო და უკრაინაში მიმდინარე პროცესებში რუსეთის ჩარევას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. რუსეთის პროპაგანდა კი მოღალატედ რაცხავდა“.

მკვლელობიდან 6 წლის შემდეგ მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ბორის ნემცოვის ხსოვნას პატივს მიაგებენ. მის ბინასთან და მკვლელობის ადგილას მიაქვთ ყვავილები და სანთლები.

უახლოეს მომავალში The Bellingcat და The Insider ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ საგამოძიებო მასალას გამოაქვეყნებენ.