LIVE

ბორის ნემცოვის შვილი მამის მკლელობის შესახებ ახალ გამოძიებას აანონსებს

26 თებ 202116:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 684
ბორის ნემცოვის შვილი მამის მკლელობის შესახებ ახალ გამოძიებას აანონსებს
Sefa Karacan/Anadolu Agency/Getty Images

ბორის ნემცოვის შვილი, ჟანა ნემცოვა აცხადებს, რომ მამის მკვლელობის შესახებ ჟურნალისტები გამოძიებას ატარებენ და მისი შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. „გამომძიებელი ჟურნალისტების რამდენიმე ჯგუფი მკვლელობის საქმის მასალებს ხელახლა იკვლევს და ინფორმაციის სხვა წყაროებს სწავლობს. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ბევრ ახალ დეტალს გავიგებთ“.

ჟანა ნემცოვას ინფორმაციით, გამოძიებაზე Bellingcat და The Insider მუშაობენ. "Bellingcat და The Insider ჟურნალისტები თავიანთ საქმეს აკეთებენ. ჩვენ აღვადგენთ სურათს. ვფიქრობ, ერთადერთი კითხვა დარჩება, ვინ შეუკვეთა მკვლელობა. ჩვენ გამომავლენთ დანარჩენ გარემოებებსა და ყველა დაკავშირებულ პირს“.

ნემცოვამ ასევე განაცხადა, რომ მამის მკვლელობის საქმე ჯერ არ არის დახურული და „საგამოძიებო ჯგუფი ფორმალურად მუშაობს. გამომძიებელი ჟურნალისტები ახლა საგამოძიებო კომიტეტს ჩაანაცვლებენ. ამის ნათელი მაგალითია ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობის საქმის დეტალების თითქმის სრული გამოააშკარავება. საგამოძიებო კომიტეტმა საქმის გახსნაზეც კი უარი თქვა, მაგრამ Bellingсat-ისა და The Insider-ის ჟურნალისტებმა საქმე პრაქტიკულად გახსნეს“.

ოპოზიციის ლიდერი ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს, მოსკოვის ცენტრში, ხიდზე მოკლეს. 2017 წელს მისი მკვლელობის ბრალდებით 5 ჩეჩენი გაასამართლეს. საგამოძიებო ორგანოები მიიჩვევენ, რომ მკვლელობის ორგანიზატორი ჩეჩნური ბატალიონის ყოფილი ოფიცერი, რუსლან მუხუდინოვია.