LIVE

Netflix-ი ფილმების და თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას გეგმავს

31 მარ 202313:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 525
Netflix-ი ფილმების და თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას გეგმავს

ვიდეო სტრიმინგის სერვისი Netflix კადრების რესტრუქტურიზაციას ახდენს, რაც დამატებით თანამშრომლების გათავისუფლებას და ორი ყველაზე გამოცდილი აღმასრულებელი დირექტორის წასვლას გამოიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, კომპანიას ტოვებენ ლიზა ნიშიმურა, რომელიც პასუხისმგებელია დოკუმენტური ფილმებისა და მცირებიუჯეტიანი ფილმების წარმოებაზე და იან ბრიკი, კინოჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი.

დასაქმებულების გათავისუფლების მიზეზი რესტრუქტურიზაციის ფარგლებში მცირე და საშუალო ზომის კინოწარმოების ერთეულების გაერთიანებაა. კომპანია გეგმავს, რომ ნაკლები ფილმის წარმოების ხარჯზე, გაზარდოს ხარისხი.

სტრიმინგის პლატფორმა ასევე გეგმავს, რომ სხვადასხვა განყოფილებაში ცენტრალიზებული გადაწყვეტილებები მიიღოს. 

გასული წლის მეოთხე კვარტალში Netflix-ის გამომწერთა რიცხვი დაახლოებით 7.6 მილიონით გაიზარდა, რასაც პირველ ნახევარში, მისი აბონენტების რიცხვი შემცირება უძღოდა.