LIVE

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გასულ წელს რეკორდული $9.3 მილიარდი იზარალა

30 მარ 202311:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 443
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გასულ წელს რეკორდული $9.3 მილიარდი იზარალა

რუსეთის ცენტრალური ბანკი, რომელსაც დასავლეთის სანქციების გამო, რეზერვების ნახევარი ჩამოერთვა და მსოფლიო ვალუტებთან ტრანზაქციებს ჩამოშორდა, 2022 წელს რეკორდულ ზარალზე გავიდა.

მარეგულირებლის წლიური ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ცენტრალური ბანკის დანაკარგი გასულ წელს 27-ჯერ გაიზარდა და 721.7 მილიარდი რუბლი ($9.3 მილიარდი) შეადგინა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 26.3 მილიარდი რუბლი ($339.9 მილიონი) იყო.

ბანკის წლიური ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ მნიშვნელოვნად არის შემცირებული აქტივების მოცულობა. კერძოდ, ცენტრალური ბანკის აქტივები 2021 წელს 52.4 ტრილიონ რუბლს ($677.5 მილიარდი) შეადგენდა. გასულ წელს ის 47.2 ტრილიონ რუბლამდე ($610.4 მილიარდი) შემცირდა.

TASS აღნიშნავს, რომ მარეგულირებელი უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია ზარალს განიცდის. გასული 6 წლის განმავლობაში, ზარალმა 1,866 ტრილიონ რუბლს მიაღწია. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა დაკარგა წვდომა $600 მილიარდის რეზერვებზე უცხოურ ვალუტასა და ოქროში.

რუსეთის ფისკალური დეფიციტი გასულ წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2.3%-ს შეადგენდა. ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტმა იანვარში 1.76 ტრილიონი რუბლი ($25 მილიარდი) შეადგინა.