
აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ გაზარდა. 0.25 პროცენტული პუნქტით ზრდის შედეგად, საპროცენტო განაკვეთები 4.75%-5%-ის დიაპაზონში განისაზღვრა, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
განაკვეთების მკვეთრმა ზრდამ საბანკო სექტორში კიდევ უფრო დიდი ქაოსის შიში გააჩინა.
ორი ჩამოშლილი ამერიკული ბანკის Silicon Valley Bank-სა და Signature Bank-ის მარცხი ნაწილობრივ მაღალი საპროცენტო განაკვეთებით გამოწვეულ პრობლემებს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, მარეგულირებლები არ ფიქრობენ, რომ ამ ბანკების დახურვა საფრთხეს უქმნის გლობალურ ფინანსურ სტაბილურობას და არ უნდა მოადუნონ ინფლაციის შებოჭვის მცდელობა.
გასულ კვირას ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 3%-მდე გაზარდა.