LIVE

თებერვალში ქუთაისის აეროპორტით 75 733-მა მგზავრმა ისარგებლა

15 მარ 202315:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 337
თებერვალში ქუთაისის აეროპორტით 75 733-მა მგზავრმა ისარგებლა

2023 წლის თებერვალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით 75 733-მა მგზავრმა ისარგებლა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, აეროპორტში მგზავრთნაკადი 59%-ით გაიზარდა.

გასულ თვეში ასევე მოიმატა ავიარეისების რაოდენობამ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჯამში 256 რეისს მოემსახურა, რაც 2019 წელთან შედარებით, 63%-ით გაზრდილი მაჩვენებელი.

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. 2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით შეასრულებს.