LIVE

თებერვალში თურქეთის წლიური ინფლაცია 55.18%-მდე შემცირდა

03 მარ 202317:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 347
თებერვალში თურქეთის წლიური ინფლაცია 55.18%-მდე შემცირდა

თებერვალში თურქეთის წლიური ინფლაცია 55.18%-მდე შემცირდა

თურქეთის სტატისტის სამსახურის მონაცემებით, თვის ჭრილში სამომხმარებლო ფასები 3.15%-მდე გაიზარდა, თუმცა ეს მაჩვენებელი Reuters-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით პროგნოზირებულ 3.4%-ს ჩამოუვარდება. ამავე გამოკითხვით, წლიური ინფლაციის მაჩვენებლად 55.5% დასახელდა.

ფასების ყველაზე დიდი თვიური ზრდა დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, რომელიც 7.36%-მდე გაიზარდა. 

ინფლაციის მაჩვენებლის გამოთვლაში გათვალისწინებული არ ყოფილა მიწისძვრის შედეგად დაზარალებული პროვინციების: გაზიანთეფის, მალატიას და ჰათაის მონაცემები. 

ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 1.56%-ით გაიზარდა, წლიურმა ზრდამ კი 76.61% შეადგინა.

გასული წლის ოქტომბერში თურქეთში ინფლაციამ 24-წლიან მაქსიმუმს - 85.51%-ს მიაღწია, რაც გამოწვეული იყო ერდოღანის მიერ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მოთხოვნით.   

ფასების ზრდის მიუხედავად, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 2021 წლიდან დღემდე რეფინანსირების განაკვეთი 19%-დან 8.5%-მდე შეამცირა