LIVE

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა

23 თებ 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 363
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შეამცირა.

ორთვიანი პაუზის შემდეგ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, რომელსაც საჰაპ კავჩიოღლუ ხელმძღვანელობდა, ერთკვირიანი რეპო განაკვეთი 9%-დან 8.5%-მდე დაწია. Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტების უმეტესობა 1 პროცენტულ პუნქტიან შემცირებას ელოდა.  

თვის დასაწყისში თურქეთში მომხდარმა კატასტროფამ, რომელმაც 43 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და ათასობით შენობა გაანადგურა, მაღალი ინფლაციის მიუხედავად, ცენტრალურ ბანკს უბიძგა, რომ მონეტარული პოლიტიკა შეემსუბუქებინა

1998 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე ინფლაციური კრიზისის შემდეგ, ეკონომიკა ახალ შოკს განიცდის, რაც საფრთხეს უქმნის ეკონომიკურ ზრდას და ბიუჯეტზე წნეხს ზრდის. შარშან, ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ქვეყანაში ბიუჯეტის ყველაზე მცირე დეფიციტი დაფიქსირდა. 

მიუხედავად იმისა, რომ გლობალურად ცენტრალური ბანკები მაღალი ინფლაციის შესაკავებლად, მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებენ, თურქეთის ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც ბანკის გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას, მიიჩნევს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება თურქეთის ეკონომიკაზე დადებითად აისახება. ამ მიდგომამ თურქეთში ინფლაციის კიდევ უფრო დაჩქარება და ლირას გაუფასურება გამოიწვია.