LIVE

Atlantic Council: ექსპერტების შეფასებები საქართველოს კრიზისზე

24 თებ 202115:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 406
Atlantic Council: ექსპერტების შეფასებები საქართველოს კრიზისზე

ატლანტიკური საბჭო მიმდინარე კვირაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და ქვეყნის მომავლალზე ამ მოვლენების გავლენის შესახებ  ექსპერტების შეფასებებს აქვეყნებს.

საჭიროა ვითარების დეესკალაცია და ამ პროცესში ყველა მხარე უნდა ჩაერთოს

ჯონ ჰერბსი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი:

ბოლო 18 წლის განმავლობაში საქართველო იქცა ხარვეზიან დემოკრატიად, რომელიც დროდადრო ავტორიტარული მიმართულებით იხრება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს გადახრა კიდევ უფრო თვასლსაჩინო გახდა. 2020 წელს ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო რეფორმაზე მნიშვნელოვან კომპრომისს მიაღწიეს. საერთაშორისო ორგანიზაცებმა არჩევნებს ხარვეზიანი, მაგრამ გამოსწორებადი უწოდეს, თუმცა, ნაციონალურმა მოძრაობა არჩევნების ლეგიტიტიმურად არ ცნო. 

დღეს საქართველოს მთავრობამ ნიკა მელიას დაპატიმრება გადაწყვიტა იმ ბრალდებით, რაც 2019 წელს რუსი დეპუტატის მიერ პარლამენტში სიტყვით გამოსვლას და შემდგომ არეულობას  უკავშირდება.

ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ დაკავება მხოლოდ სამართლებრივი საკითხია, თუმცა ეს უფრო პოლიტიკურ ანგარიშწორებას ჰგავს. გასაკვირია, რომ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგეს, რაც პრემიერმა გახარიამ მელიას დაპატიმრებას გადადგომა ამჯობინა. საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მელია და ნაციონალურ მოძრაობასთან კონკურენციაში დემოკრატიული გზები უნდა ეძებოს. NATO-სა და ევროკავშირისკენ სწრაფვა მხარდაჭერას დაიმსახურებს მას შემდეგ, რაც ის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, მაგრამ თუ ის ავტორიტარიზმისკენ შებრუნდება, საქართველოს შანსი მნიშვნელოვნად შემცირდება.

დასავლეთის ამოცანა ვითარების დეესაკალაციაა

ლინკოლნ მიტჩელი, კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი (წარსულში ქართული ოცნების მრჩეველი):

ნიკა მელიას დაპატიმრება ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას ამწვავებს, მაგრამ თავისთავად არ წარმოადგენს საქართველოში პოლიტიკური ვითარების დრამატულ ცვლილებას. ეს დაპატიმრება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური პარტიების მიერ პარლამენტის ბოიკოტი ცუდი, მაგრამ ლეგიტიმურ არჩევნებში წაგების შემდეგ. დაპატიმრება საქართველოში დემოკრატიზაციის ფართო კონტექსტის ნაწილია, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში შენელდა.

იმთავითვე ცხადია, რისი გაკეთება შეუძლია შეერთებულ შტატებს. ნიკა მელიას დაპატიმრება, საბოლოო ჯამში, გონივრული და გამართლებადია, თუმცა მთავრობის ნაბიჯი არ იყო აზრიანი. გარდა ამისა, დასავლეთმა შეასუსტა საკუთარი პოზიცია იმით, რომ არასოდეს აღიარა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი წევრის დანაშაული.  საქართველოში ორივე მხარე, ისევე როგორც დასავლეთი, უნდა ფოკუსირდეს არა საკუთარი სიმართლის დამტკიცებაზე, არამედ ვითარების დეესკალაციის გზების ძიებაზე.

საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია

ეთო ბუზიაშვილი, ატლანტიკური საბჭოს ციფრული ლაბორატორიის კავკასიის მკვლევარი:

დღეს საქართველოს თავისუფლება და დემოკრატია საფრთხეშია. ქვეყანამ არჩევანი უნდა გააკეთოს დემოკრატიულ ღირსებულელებს, კანონის უზენაესობასა და ავტორიტარიზმს, ასევე, თავისუფლების დაკარგვას შორის. ქართველებმა დემოკრატია და ევროატლანტიკური მომავალი დიდი ხნის წინ აირჩიეს. ამის გამო, რიგითი მოქალაქეები იცავდნენ ოპოზიციის ლიდერს მის ოფისში. ისინი აცნობიერებდნენ, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობა ერთადერთი სწორი მიმართულებაა ქვეყნისთვის. ხალხის არჩევანი საფრთხეშია, რადგან, სამწუხაროდ, მმართველი პარტია არ ავლენს კრიზისის მოგვარების ნებას და აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას. პოლიტიკური დაკავებები, დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა და დემოკრატიის უკუსვლა საქართველოს ევროატლანტიკურ სტურქტურებში წევრობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს - ეს აზიანებს ქართველი ხალხის ინტერესებს და მომავალს.

ქართულ ოცნებას სურს უფრო ახლო კავშირი რუსეთთან - ეს შემდეგი ნაბიჯია

მიტჩელ ორენშტეინი, პენსილვანიის უნივერსიტეტის რუსუთის და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების პროფესორი და საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი თანამშრომელი:

საქართველოს მართავს არა პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი, არამედ პარტია ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარე, მილიარდერი ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილი. ბოლო წლებში ქართული ოცნების ელექტორალურ წარმატებას თან სდევს გამსხვავებული აზრის დათრგუნვა. ნიკა მელია მთავარ სამიზნედ „გავრილოვის ღამის“ შემდეგ იქცა, როცა 2019 წელს პროტესტმა საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის შემდეგ იფეთქა. უამრავმა ქართველმა გაიხსენა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი და გააპროტესტა საქართველოს პარლამენტში გავრილოვის სიტყვით გამოსვლა. ამასთან, „ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია სურს საქართველოსა და რუსეთს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობა, რადგან მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნის ინტერესშია. ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა.

სამშაბათს განვითარებული მოვლენების სათავე 2019 წლის ივნისია. „ქართულმა ოცნებამ“ მელია „სახელმწიფო გადატრიალების“ ორგანიზებაში არაერთხელ დაადანაშაულა. საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო, პროტესტის ნიშნად, მელიამ სავალდებულო სამაჯური მოიხსნა. ამის შემდეგ მელია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ დაინიშნა. მელია ძლიერი ლიდერია, რომლის დევნაც, როგორც ჩანს, ავტორიტარულ კოშმარად იქცა. ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია მიმდინარე პროცესში, მაგრამ ის, როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაციისგან გაცილებით სერიოზულ საყვედურს დაიმსახურებს, ვიდრე წინა ნაბიჯების შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაციისგან დაიმსახურა.

საქართველოს მთავარი ოლიგარქი ქვეყნის მთავარი დაბრკოლებაა

ლუის ნავარო, საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამის მკვლევარი:

კრიზისი ბიძინა ივანიშვილის ხანგრძლივი და საჯაროდ გამოხატული რწმენის კულმინაციაა, რომ ქვეყნის ოლიგარქიული ხედვა მოითხოვს პოლიტიკური ოპოზიციის მის გემოვნების შესაბამისად გარდაქმნას. ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიზების აღიარებამ და გადადგომამ, ნათელი უნდა გახადოს, რომ მთავრობაში გადაწყვეტილების მიმღები ივანიშვილია. თუ ქართველი ხალხის დასავლური მისწრაფებები რეალიზდება და რუსეთის მეზობლებში დემოკრატიის დაცვის ნება კვლავ არსებობს, მაშინ ჩარევა არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ მთავრობით და ოპოზიციით, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით, არამედ მიმართული უნდა იყოს ივანიშვილზე.

ქართველები არ შეეგუებიან დემოკრატიის უკუსვლას

ტერელ ჯერმინ სტარი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის უფროსი სტიპენდიანტი და The Root-ის უფროსი რეპორტიორი:

მიუხედავად იმისა, რომ მელიას დაპატიმრება საგანგაშოა, ნათელი მხარეა ის, რომ ქართველი ხალხი მსგავს ვითარებაში უკვე იყო. როდესაც 2003 წელს საქართველოში ვიყავი, ქართველები ქუჩაში გამოვიდნენ საპარლამენტო არჩევნებში მრავალი დარღვევის შემდეგ. ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე განიხილებოდა, როგორც ფესვგადგმული პიროვნება. მიიჩნეოდა, რომ ის თანამდებობას სიკვდილის შემთხვევაში დატოვებდა. ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და მშვიდობიანად გადააყენა პრეზიდენტი. ყოფილ საბჭოთა კავშირში ძალიან ცოტა ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია უპასუხოს ქართველი ხალხის დამოუკიდებლობის სულისკვეთებას. დიახ, ახლა ცუდი მდგომარეობაა და შეერთებულმა შტატები უნდა დაუკავშირდეს ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას და ძალაზე დაფუძნებული დიპლომატიის საშუალებით შეახსენოს დემოკრატიული ღირებულებების ერთგულება. კიდევ ერთხელ, როგორც ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა ამ ქვეყანაში და შეესწრო ვარდების რევოლუციას, თუ რომელიმე ხალხს შეუძლია მობილიზდეს დემოკრატიის უკუსვლის წინააღმდეგ, ეს ქართველები არიან.

უფრო მეტიც, ”კარგი ამბავი” არის ის, რომ კრემლი არ ქმნის ამ დრამას.

საქართველო, ალბათ, ყველაზე სტაბილური დემოკრატიაა კავკასიაში. სომხეთში დემოკრატია ძლიერია, მაგრამ, უფრო ქაოტურია, ვიდრე საქართველო. აზერბაიჯანი ავტორიტარულია. შემდეგია რუსეთი, საქართველოს ჩრდილოელი მეზობელი, რომელიც ავტორიტარულია და ჯარები ჰყავს საქართველოს ტერიტორიის 20%-ში.

მიუხედავად საქართველოს უკუსვლისა, ის უკეთეს ფორმაშია, ვიდრე რომელიმე ზემოხსენებული ქვეყანა. ამერიკისთვის საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საქართველო, რა თქმა უნდა, სრულფასოვანი დემოკრატიის მქონე ქვეყანა არ არის, მაგრამ 2003 წლის შემდეგ მიღწეული პროგრესი თავისთავადი არ არის და არ ქვეყანამ არ უნდა დაუშვას, რომ ყველაფერი კვლავ ვარდების რევოლუციამდე მივიდეს. კრემლს არაფერი აღაფრთოვანებს, გარდა არასტაბილური საქართველოს დანახვისა, რომლის პოლიტიკური ვითარების მანიპულირებაც მარტივია.