LIVE

გვენეტაძე: ბოლო პერიოდში ხელფასები პროდუქტიულობაზე მეტად იზრდება

01 თებ 202312:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 460
გვენეტაძე: ბოლო პერიოდში ხელფასები პროდუქტიულობაზე მეტად იზრდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ საქართველოში შრომის ბაზარზე ხელფასები ბოლო პერიოდში პროდუქტიულობაზე მეტად იზრდება.

როგორც კობა გვენეტაძემ „ბიზნეს ფორმულას“ კითხვის საპასუხოდ განმარტა, ეს შრომის ბაზრიდან ინფლაციურ ზეწოლას საყურადღებოს ხდის და მნიშვნელოვანია, ე.წ. ხელფასის სპირალში არ გადაიზარდოს.

„როდესაც ვაანალიზებთ ფაქტორებს, რომლებიც მონაწილეობენ და ანგარიშგასაწევია გადაწყვეტილების მიღებაში, ერთ-ერთი რა თქმა უნდა, არის ხელფასები. ახლა შედარებით რთული პერიოდია, მოგეხსენებათ პანდემიის შემდეგ, ომთან დაკავშირებით ინფლაცია გლობალურად არის გაზრდილი, მაგრამ ეს ინდიკატორი ჩვენთვის ყოველთვის დაკვირვების ქვეშ იყო. დღესდღეობით რასაც ვამჩნევთ, არის იმის ნიშნები, რომ ნომინალური ხელფასების ზრდა უფრო მაღალია ვიდრე პროდუქტიულობა, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს არ გადაიზარდოს ე.წ. ხელფასების სპირალში, როდესაც ხდება უფრო მაღალი ხელფასის მოთხოვნა, შემდეგ დაკმაყოფილება ამ მოთხოვნის, ფასების ზრდა. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ვთვლით, რომ უფრო აღმავალი რისკებია ინფლაციის არ შემცირების ან კიდევ უფრო ნაკლები ტემპით შემცირების, ესეცაა. უნდა გაგრძელდეს ამ ინდიკატორზე დაკვირვება“,- განაცხადა გვენეტაძემ.

დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვამარეგულირებლის განცხადებით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და შემცირების ტენდენცია აქვს, რასაც საგარეო ფაქტორებიდან მომდინარე წნეხის ეტაპობრივი განეიტრალება განაპირობებს.