LIVE

2022 წელს აშშ-ში კვერცხის ფასი ისტორიულად გაიზარდა

24 იან 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 797
2022 წელს აშშ-ში კვერცხის ფასი ისტორიულად გაიზარდა

2022 წელს აშშ-ში კვერცხის ფასი ისტორიულად მაღალ დონემდე გაიზარდა

ზრდა ფიქსირდება კვერცხის ყველა სახეობაში. საერთო ჯამში, პროდუქტი გასულ წელს საშუალოდ 60%-ით გაძვირდა. 

მსხვილი, A კლასის კვერცხი დეკემბერში $1,79-დან $4,25-მდე გაიზარდა, რაც გასულ წელთან შედარებით, 138%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

ტენდენციის მთავარ მიზეზად ფრინველის გრიპის ისტორიული გავრცელება სახელდება. დაავადებით ათობით მილიონი კვერცხისმდებელი ქათამი დაიხოცა. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებით, "მაღალი პათოგენური ფრინველის გრიპმა" 47 შტატში დაახლოებით 58 მილიონი ფრინველი გაწყვიტა. წინა რეკორდი 2015 წელს დაფიქსირდა, როდესაც 50,5 მილიონი ფრინველი დაიღუპა.

არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, ფერმერების ადვოკატირების ჯგუფი Farm Action ამტკიცებს, რომ ფასების ზრდა კვერცხის მსხვილი მწარმოებლების მიერ, "შეთანხმებული სქემით" ხდება. 

კვერცხი ძვირდება საქართველოშიც. მეფრინველეობის სექტორში ელიან, რომ კვერცხზე და ფრინველის ხორცზე ფასები დამატებით 15%-ით გაიზრდება. მიზეზი რუსეთიდან იმპორტირებული მარცვლეულის და სხვა საკვები საშუალებების გაძვირებაა.