LIVE

ხორვატია ევროზე გადადის

01 იან 202320:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 2093
ხორვატია ევროზე გადადის
ხორვატია მსოფლიოს უმსხვილესი სავალუტო ზონის, ევროს მე-20 წევრი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა საკუთარ ვალუტაზე უარს ამბობს და მიმოქცევაში მხოლოდ ევროს გამოიყენებს.
 
ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველმა, კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ სავალუტო გაერთიანებაში ახალი წევრი კიდევ ერთი დასტურია, თუ რამდენად ინარჩუნებს ევრო მიმზიდველობას.
 
"ხორვატიამ ბევრი იშრომა იმისთვის, რომ ევრო ზონის მე-20 წევრი გამხდარიყო და ეს შეძლო კიდეც. ეს ადასტურებს, რომ ევრო მიმზიდველი ვალუტაა, რომელსაც მისი წევრებისთვის სტაბილურობა მოაქვს," განაცხადა ლაგარდმა საკუთარ მიმართვაში.
 
 
ადრიატიკის ზღვის აუზის ქვეყანამ, 3.9 მილიონიანი მოსახლეობით, უკვე დაასრულა ტრანსფორმაციის პროცესი და მსოფლიოს უმსხვილესი სავალუტო ზონის ახალი წევრი ოფიციალურად გახდა. ქვეყნის ცენტრალური ბანკირი, ბორის ვუიჩიჩი კი ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველთა საბჭოს შეემატება 26-ე წევრად და მონაწილეობას მიიღებს მონეტარული პოლიტიკის შექმნაში.
 
ამასთან ხორვატია შენგენის ზონასაც უერთდება და ამგვარად, ევროკავშირის ერთადერთი წევრი სახელმწიფოა, რომელიც ერთსა და იმავე დღეს უერთდება როგორც შენგენის სივრცეს, ისე - ევროზონას.
 
ამ ეტაპზე, ევროზონაში გაწევრიანებას კიდევ ორი ქვეყანა ელის - რუმინეთი და ბულგარეთი - თუმცა ისინი წინ ხორვატიასავით სწრაფად ვერ მიიწევენ, რიგი მიზეზების, მათ შორის პოლიტიკური არასტაბილურობის გამო. ბულგარეთს, რომელიც ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა სურს ევროზონას 2024 წელს შეუერთდეს, თუმცა გაერთიანების ლიდერები ჯერ ვერ დაარწმუნა, რომ მისი ეკონომიკა და საბანკო სისტემა ევროსთვის მზადაა.
 
თავსითავად, ევროზე გადასვლა ევროკავშირის წევრობის შემადგენელი ნაწილია, თუმცა მაგალითად, ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, დანია და შვედეთი ინტერესს დიდად არ გამოხატავენ. ამჟამად ევროკავშირში შვიდი სახელმწიფოა ისეთი, ვინც ევროზონას არ უერთდება. გაერთიანების ცენტრალური ბანკირი, ლაგარდი ამბობს, რომ თუ ამ ქვეყნებს დრო სჭირდებათ, ეს ნორმალურია, თუმცა როცა ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ და ექნებათ გაწევრიანების სურვილი, ევროპის ცემტრალური ბანკი "მოხარული იქნება გაზარდოს ევროზონის წევრთა რაოდენობა".