LIVE

ინვესტორი "ქსნის ქარის“ ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ჩაატარებს

26 დეკ 202216:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 1756
ინვესტორი "ქსნის ქარის“ ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ჩაატარებს

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამი ენერგოპროექტი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო პროექტები, რომლებიც საქართველოში ქარის, მზისა და ჰიდრო-ელექტროსადგურების განვითარებას ეხება. მათი ჯამური დადგმული სიმძლავრე კი 153 მეგავატზე მეტია.

უფრო კონკრეტულად, იმსჯელეს განკარგულების პროექტის შესახებ საქართველოს მთავრობასა და შპს "ვინდ ფარმს“ შორის "ქსნის ქარის“ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე, რომლის თანახმადაც კომპანიამ 12 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაატაროს "ქსნის ქარის“ ელექტროსადგურის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. პროექტის განხორციელება იგეგმება კასპის მუნიციპალიტეტში, სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება 173,5  მლნ.კვტ.სთ, საპროექტო ღირებულება კი 59,4 მლნ. აშშ დოლარი.

ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი საქართველოს მთავრობასა და შპს „იუნაითიდ ფაუერ ენერჯი“ შორის „დევაში ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“. კომპანიამ 15 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაატაროს „დევაში ჰესის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. ჰიდროელექტროსადგურის ადგილმდებარეობაა ლენტეხის მუნიციპალიტეტი, მდინარე დევაში. პროექტის მიხედვით, სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 5,45 მგვტ იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება 28 მლნ.კვტ.სთ. საპროექტო ღირებულება კი 4,389 მლნ. აშშ დოლარი.

ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ახალი სამგორის“ მზის ელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“, რომლის საფუძველზეც „ახალი სამგორის“ მზის ელექტროსადგურის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება დაევალება სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“. ელექტროსადგურის ადგილმდებარეობაა გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალი სამგორი. ელექტროსადგურის პროექტის მიხედვით, სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 96 მგვტ იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება196,7 მლნ.კვტ.სთ, საპროექტო ღირებულება კი 86,935 მლნ. აშშ დოლარი.