LIVE

კადრების დეფიციტი კვლავ გამოწვევად რჩება - თბილისი ცენტრალის დირექტორი

23 დეკ 202218:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 702
კადრების დეფიციტი კვლავ გამოწვევად რჩება - თბილისი ცენტრალის დირექტორი

სავაჭრო ცენტ "თბილისი ცენტრალის" დირექტორის, ლევან ყარალაშვილის თქმით, კვალიფიციური კადრების მოძიება სექტორისთვის კვლავ გამოწვევად რჩება.

მისი თქმით, პანდემიის დროს სექტორებში კადრების გადანაწილება მოხდა, რამაც დეფიციტი გამოიწვია.

"დღესდღეობით, ყველაზე დიდ პრობლემად შეიძლება ითქვას, რომ კადრების დეფიციტი რჩება. გამომდინარე იქიდან, რომ კვალიფიციური კადრების მოძიება საკმაოდ რთულია. ეს ნაწილობრივ პანდემიასაც უკავშირდება, რადგან სხვადასხვა სექტორებში კადრების ერთგვარი გადანაწილება მოხდა. რაც შეეხება სამართლებრივ გარემოს, ჩვენს დარგს ამ მიმართულებით დიდი გამოწვევები არ აქვს", - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

ლევან ყარალაშვილმა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას, ლარის კურსთან დაკავშირებულ მოლოდინებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში შემოსული ფულადი ნაკადები ვალუტის სტაბილურობას უწყობს ხელს.

"სექტორისთვის მნიშვნელოვანია კურსის სტაბილობის საკითხიც და ჩვენ ამ მიმართულებით დადებითი მოლოდინები გვაქვს. ვინაიდან, ის უცხოური ფულადი ნაკადები, რომლებიც ქვეყანაში შემოდის ვალუტის სტაბილურობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს",- განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ BAG ინდექსის თანახმად, გამოკითხული კომპანიების 60%, 2022 წლის IV კვარტალში ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ხელის შემშლელ ფაქტორად სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს ასახელებს.