LIVE

კომპანიების 60% ხელის შემშლელ ფაქტორად სამართლებრივ ბარიერებს ასახელებს

21 დეკ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 407
კომპანიების 60% ხელის შემშლელ ფაქტორად სამართლებრივ ბარიერებს ასახელებს

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ BAG ინდექსის თანახმად, გამოკითხული კომპანიების 60%, 2022 წლის IV კვარტალში ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ხელის შემშლელ ფაქტორად სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს ასახელებს.

ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის მეორე პოზიციაზეა სპეციალისტების ნაკლებობა (53%), შემდეგ მოდის სამუშაო ძალის ნაკლებობა (46%), ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა (30%), შეზღუდული ფინანსური რესურსები (9%) და მოთხოვნის სიმცირე (9%).

„2022 წლის IV კვარტალში, III კვარტალთან შედარებით, მცირედ (2 პროცენტული პუნქტით) გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც თვლიან, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები. აღნიშნული მაჩვენებელი, ასევე 2 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი 2021 წლის IV კვარტალთან შედარებით“, - აღნიშნულია კვლევაში. 

BAG ინდექსის მიხედვით, ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის, წინა კვარტალთან შედარებით, ყველაზე მეტად გამძაფრდა სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერებისა (13 პროცენტული პუნქტით) და სპეციალისტების ნაკლებობის (11 პროცენტული პუნქტით) პრობლემები. კვლევის თანახმად, ყველაზე მეტად შემსუბუქდა (30 პროცენტული პუნქტით) ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის პრობლემა.