LIVE

აკაკი ცომაია: რაც მეტად იზრდება სახელმწიფოს წილი, მით უფრო უინტერესო ხდება სექტორი

25 დეკ 202214:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 373
აკაკი ცომაია: რაც მეტად იზრდება სახელმწიფოს წილი, მით უფრო უინტერესო ხდება სექტორი

ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, მსხვილ პროექტებში სახელმწიფოს მაღალი ჩართულობა ინვესტორების ინტერესზე უარყოფითად აისახება.

მისი თქმით, მთავრობის მიერ დაანონსებული მიდგომა მსხვილ ენერგოპროექტებთან დაკავშირებით, სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას ამცირებს.

"რაც უფრო მეტად იზრდება სახელმწიფოს წილი, მით უფრო უინტერესო ხდება სექტორი, ეს არის კანონზომიერება. სახელმწიფო არ არის კარგი მენეჯერი, ეს აღიარებული ფაქტია. ინვესტორებს აქვთ სურვილი ჰქონდეთ საკუთრების ის რაოდენობა, რაც მათ რესურსებზე კონტროლის შესაძლებლობას აძლევთ. შესაბამისად, ეს გარემოება ნამდვილად მოახდენს უარყოფით გავლენას საინვესტიციო პოლიტიკაზე და შეაფერხებს უცხოური ინვესტიციების იმ ნაკადს, რომელიც პერსპექტიულად ითვლება. ეს არ არის სწორი მიდგომა და პოზიცია. ასეთ დროს მუდმივად ჩნდება ეჭვი, რომ არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ ძალაუფლება და პირადი ინტერესი სექტორის მიმართ, მათი მთავარი მოტივი კი ფინანსური სარგებლის მიღებაა", - განაცხადა აკაკი ცომაიამ "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

ხელისუფლებამ ინვესტორი კომპანიისგან ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი 13.5 მლნ დოლარად გამოისყიდა. დაანონსდა, რომ პროექტი 2023 წელს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება.