LIVE

კადრების დეფიციტი სერიოზული გამოწვევაა - ჩაფიძის კლინიკა

24 დეკ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 555
კადრების დეფიციტი სერიოზული გამოწვევაა - ჩაფიძის კლინიკა

ჩაფიძის კლინიკაში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სექტორი, ისევე როგორც ყველა სხვა სფერო, კადრების სერიოზული დეფიციტის წინაშეა. 

კარდიოქირურგიული განყოფილების უფროსი, ზვიად ბახუტაშვილი "ბიზნეს ფორმულასთან" განმარტავს, რომ უჭირთ კვალიფიციური კადრების შენარჩუნება ან ახლის მოძიება. მისი თქმით, პროფესიონალი კადრები საზღვარგარეთ შედარებით მაღალი ანაზღაურებით საქმდებიან.

"საათობრივი ანაზღაურება კი გაიზარდა, მაგრამ არც ესაა საკმარისი, მაღალკვალიფიციური ექთნებისთვის დღეს არსებული ანაზღაურება საკმარისი ვერასდროს იქნება. ამით ვერ შევინარჩუნებთ ვერც ერთ ექთანს, რომლებიც საპასუხისმგებლო საქმეზე მუშაობენ, არსებულზე ბევრად მეტი ანაზღაურებაა საჭირო", - აცხადებს ზვიად ბახუტაშვილი.

2023 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში საშუალოდ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში საშუალოდ 792 ლარი) განისაზღვრება.