
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17 მილიარდ 023 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 32.2%-ით მეტია.
იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 5 მილიარდ 037 მილიონი აშშ დოლარი იყო (31.8%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 11 მილიარდ 986 მილიონი აშშ დოლარი (32.5%-ით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 6 მილიარდ 949 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8% შეადგინა.
შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.6%-ით გაიზარდა და 14 მილიარდ 315 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.