
ტურისტული კომპანია "ვიოლეტა ვეის" დამფუძნებელი, ვიოლეტა აროშიძე აცხადებს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობით და ისტორიით ევროპიდან და ამერიკიდან ჩამოსული ტურისტები ინტერესდებიან.
როგორც ვიოლეტა აროშიძემ "ბიზნეს ფორმულას" ეთერში განაცხადა, სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები ძირითადად ღვინითა და ქართული კერძებით ინტერესდებიან.
"ვინც ინტერესდებიან ჩვენი კულტურული ძეგლებით, ისტორიით, ესენი არიან ევროპელი და ამერიკელი ტურისტები. სხვა ქვეყნებს რაც შეეხება, მაგალითად, რუს ტურისტებს მხოლოდ ღვინის ტურიზმი და კერძები აინტერესებთ. ევროპელები და ამერიკელები ყურადღებით უსმენენ ყველა სიტყვას, ბოლომდე იზიარებენ ჩვენს ისტორიას", - განაცხადა ვიოლეტა აროშიძემ.
ამასთან, ტუროპერატორი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კულტურული ტურიზმი განვითარებულია, თუმცა ბიზნესს მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება.
"ტურიზმის ადმინისტრაცია ბევრ აქტივობას ატარებს. 2023 წელს 12 გამოფენაში ვმონაწილეობთ, თუმცა ეს საკმარისი არის არის, უფრო მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო. სახელმწიფოსგან ძალიან კარგი იქნებოდა ფინანსური დახმარება, რადგან ერთეულები კი ვმონაწილეობთ, თუმცა პატარა ტურისტული კომპანიები ვერ ახერხებენ", - განაცხადა ტუროპერატორმა.