LIVE

კალაძე: დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 9 დეკემბერს აინთება

30 ნოე 202211:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 663
კალაძე: დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 9 დეკემბერს აინთება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები 9 დეკემბერს აინთება, თუმცა თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ეს ამინდზეც არის დამოკიდებული.

„ვაკვირდებით, როგორი ამინდი იქნება. თუ რაიმე ცვლილება მოხდება, საზოგადოებას ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით. თუმცა გადაწყვეტილი გვაქვს, რომ 9 დეკემბერს მოხდეს დედაქალაქის განათება საახალწლო ილუმინაციებით. ცოტა მოგვიანებით კი გაიხსნება საახალწლო სოფელი, სადაც სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები ყოველდღიურად გაიმართება“, - აღნიშნა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერის განცხადებით, წელს დედაქალაქის საახალწლო სლოგანი „მშვიდობის ქალაქი“ იქნება.  

„მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის. იმ გამოწვევების ფონზე, რაც რეგიონში ხდება და რა ვითარებაცაა მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი, რასაც პირველი ინატრებს, ჩაიფიქრებს, არის მშვიდობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერია წელს საახალწლო განათებების, დეკორაციების და მთავარი ნაძვის ხისთვის ახალი ნაწილების შეძენას არ აპირებს. 

„ბიზნეს ფორმულას“ თბილსერვის ჯგუფში დაუდასტურეს, რომ მსგავსი შესყიდვა ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.