LIVE

დაბალი ანაზღაურება, დატვირთული გრაფიკი - რატომ ტოვებენ IT სპეციალისტები ქართულ კომპანიებს

27 ნოე 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 728
დაბალი ანაზღაურება, დატვირთული გრაფიკი - რატომ ტოვებენ IT სპეციალისტები ქართულ კომპანიებს

ბოლო პერიოდში, ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების სათავეს IT მიმართულება იკავებს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებად სფეროდ ითვლება.

თუმცა ქართველი ვებ დეველოპერების თქმით, ქართულ კომპანიებში დასაქმებას უცხოური ურჩევნიათ. 

როგორც დეველოპერი, დიმიტრი ქვაჩახია, რომელიც უკვე სამი წელია უცხოურ კოპმანიაში დისტანციურად არის დასაქმებული, "ბიზნეს ფორმულასთან" განმარტავს, IT სფერო ქართულ დასაქმების ბაზარზე დაუფასებელია და მეტიც ქართულ კომპანიებში ერთ პირს სამი ადამიანის საქმის კეთება უწევს.  

"ქართულ დასაქმების ბაზარზე მოთხოვნების გრაფა არის ძალიან გრძელი, ხოლო ხელფასის მოცულობა კი პირიქით, ძალიან ცოტაა. ფაქტობრივად, ერთ ადამიანს უწევს სამი ადამიანის საქმის კეთება. მარტივად, რომ გითხრათ დაუფასებლობას ვგრძნობდი საქართველოში. რადგან ვფიქრობ, რომ უფრო მეტი რამის კეთება შემიძლია, ვიდრე ამას ჩვენს ქვეყანაში შევძლებდი. იქნებოდა ეს სამუშაო დავალებების თუ ანაზღაურების კუთხით. უცხოეთში უფრო უკეთ მოვეწყვე და ანაზღაურებაც უფრო მეტი მაქვს. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს", - განაცხადა დიმიტრი ქვაჩახიამ.

ცნობისთვის, "თიბისი კაპიტალის" უმაღლესი განათლების მიმოხილვის მიხედვით, IT მიმართულება სტუდენტებს შორის ყველაზე მოთხოვნად სფეროდ დასახელდა. მეტიც, როგორც კვლევამ აჩვენა, 100 ყველაზე მაღალქულიანმა აბიუტურიენტმა არჩევანი სწორედ ამ პროფესიაზე შეაჩერა.