LIVE

სტუდენტთა უმრავლესობა IT მიმართულებას ირჩევს - თიბისი კაპიტალი

19 ნოე 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 509
სტუდენტთა უმრავლესობა IT მიმართულებას ირჩევს - თიბისი კაპიტალი

"თიბისი კაპიტალის" უმაღლესი განათლების მიმოხილვის მიხედვით, ქვეყანაში სტუდენტების მიერ ყველაზე მოთხოვნადი IT მიმართულებაა. ამას მოწმობს ისიც, რომ 100 ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტი სწორედ ამ პროფესიას ირჩევს.

ხოლო რაც შეეხება უნივერსიტეტების რეიტინგს, როგორც "თიბისი კაპიტალის" კვლევების სამსახურის უფროსი, ირინა კვახაძე "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნავს ამ მიმართულებით ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერობს.

"როგორც კვლევამ აჩვენა, განათლების ბაზარი არის მზარდი, როგორც სტუდენტების რაოდენობით, ისე განათლების სექტორში უნივერსიტეტების მიერ მიღებული შემოსავლების თვალსაზრისითაც.

ასევე შეგვიძლია ვთქვათ, ისიც რომ ქვეყანაში განათლება მეტწილად ხელმისაწვდომია, როგორც აღმოჩნდა წლებთან ერთად უმაღლესი განათლების საშუალო ღირებულება არ იცვლება", - განაცხადა ირინა კვახაძემ.

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 290 მლნ ლარზე მეტით არის გაზრდილი და 1.98 მილიარდი ლარით განისაზღვრა, საიდანაც უმაღლესი განათლების დაფინანსება 148.5 მილიონი ლარია.