LIVE

საქართველოს 10 თვეში 4 391 082 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

03 ნოე 202214:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1204
საქართველოს 10 თვეში 4 391 082 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში 4,391,082 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 188.5%-ით აღემატება. აღდგენილია 2019 წლის, ანუ პანდემიამდელი პერიოდის 54.8%.

10 თვეში ტურისტული ვიზიტები წლიურად 137.9%-ით გაიზარდა და 3,048,728 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 68.8% აღდგა.

რაც შეეხება 2022 წლის ოქტომბრის მონაცემებს, გასულ თვეში ქვეყანაში 498,477 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა. 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით, მონაცემები 125.9%-ითაა გაზრდილი. აღდგენილია 2019 წლის შესაბამისი პერიოდის 63.7%.

ოქტომბერში საქართველოში 344,595 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, წლიურმა ზრდამ 82.6% შეადგინა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 78.5%-ია აღდგენილი.

„თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, ტურიზმის სრული აღდგენა მიგრაციის გარეშე 2023 წელსაა მოსალოდნელი, მიგრაციის პიკი კი სავარაუდოდ წელს იქნება. 

ამასთან, არის მოლოდინი, რომ 2023 წელს საქართველოში მოგზაურების რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 85%-ით აღდგება.