LIVE

კოვიდ-ვაქცინების მიმართ რეზისტენტობის შესახებ წუხილი გადაჭარბებულია

16 თებ 202117:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 390
კოვიდ-ვაქცინების მიმართ რეზისტენტობის შესახებ წუხილი გადაჭარბებულია
Kay Nietfeld /DPA

COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ მოსახლეობაში არაერთი კითხვა და ეჭვი არსებობს. ერთ-ერთი ასეთი საკითხი ვაქცინის შესაძლო რეზისტენტობას ეხება. მეცნიერებისთვის მოსახლეობის შეშფოთების მიზეზი გასაგებია. ვირუსი, ისევე როგორც ბაქტერია მუდმივად განიცდის მუტაციას და გამორიცხული არ არის რომ ვირუსმა, გარკვეულწილად, მის წინააღმდეგ მიმართული ვაქცინა დაჯაბნოს.     

ახალი კორონავირუსის შტამები, რაც ამჟამად მსოფლიოში ცირკულირებს, ვაქცინაციამდე ადრე გავრცელდა, ამიტომ მუტაციის პროცესში ვაქცინის მიმართ რეზისტენტობაში ვერ დავადანაშაულებთ. 

როგორც ამბობენ, ვირუსი ნელ-ნელა ვითარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინის ამჟამინდელი ფორმულა, გარკვეული დროის მანძილზე, მის წინააღმდეგ ეფექტიანობას შეინარჩუნებს, ამასობაში კი, მწარმოებლები ვაქცინის ახალ ფორმულასაც შექმნიან, კორონავირუსის ახალი ვარიაციების დასამარცხებლად, როგორც ეს სხვა ვირუსების შემთხვევაში ხდება. 

მაგალითად, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ ყოველ სეზონზე ახალი ვაქცინაა საჭირო, HIV-ის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა კი დღემდე არ არსებობს. თუმცა წითელას, წითურას, ყბაყურასა თუ პოლიომელიტის გამომწვევ ვირუსებს არასოდეს განუცდია სახეცვლილება და მათ საწინააღმდეგოდ ერთი ტიპის ვაქცინა გამოიყენება. 

მარტივი ახსნა აქვს იმას, თუ რატომ არის ვაქცინაცია ანტიბიოტიკებზე მეტად ეფექტიანი. პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, დევიდ კენედი და ენდრიუ რიდი 2017 წელს გამოცემულ სტატიაში განმარტავენ, რომ, პირველ რიგში, ვაქცინა დაავადების განვითარებას აჩერებს, რის გამოც ვირუსი გამრავლებისა და მუტაციის შესაძლებლობას მოკლებულია. 

ანტიბიოტიკები კი, ხშირად საპირისპირო შედეგს იძლევა, რადგან  ბაქტერიის შევიწროვების პარალელურად, დაბალი ტემპით მაინც განაგრძობს გამრავლებას, რაც მუტაციის შესაძლებლობასაც ქმნის. მეორე მხრივ კი, ვაქცინა ორგანიზმს ანტისხეულების წარმოქმნაში ეხმარება, რომლებიც ვირუსს ერთდროულად სხვადასხვა ადგილას ესხმიან თავს, მაშინ როდესაც, ანტიბიოტიკები მხოლოდ შეზღუდულად ირჩევენ სამიზნეს.

გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული, ვირუსის მუტაციის შესაძლებლობა დიდია. ინფიცირებულთა რიცხვის ვაქცინაციის მეშვეობით შემცირება კი მუტაციის რაოდენობას შეამცირებს. 

მეცნიერიები ასევე აღნიშნავენ, რომ SARS-Cov-2-ის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინებიც მრავალვალენტიანი უნდა იყოს, ისევე როგორც, მაგალითად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რათა აცრამ არა მხოლოდ ამჟამად არსებულ დომინანტ ვარიაციაზე, არამედ სხვა ვარიანტებზეც იმოქმედოს. 

ჰანოვერის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეს გარკვეულ სივრცეს იძლევა იმისათვის, რომ ვირუსს თავი დავაღწიოთ. ვაქცინა კი მუშაობს და მომავალშიც განაგრძობს თავისი საქმის შესრულებას.

ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის წარმომადგენლის, უილიამ ჰენეგის თქმით,  “პანიკის მიზეზი არ არსებობს”, თუმცა, საჭიროა, თვალი ყურადღებით მივადევნოთ პროცესებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პიტერ კოი