LIVE

ბაიდენის განცხადების შემდეგ, ნავთობი გაძვირდა

20 ოქტ 202212:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 563
ბაიდენის განცხადების შემდეგ, ნავთობი გაძვირდა

West Texas Intermediate-ის ფასი დღეს 3,3%-ით გაიზარდა და ბარელზე $85-ს გადააჭარბა. 

ნავთობი გაძვირდა მას შემდეგ, რაც ტრეიდერებმა უარი თქვეს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაზე, შეამცირონ ენერგიის ფასები.

გუშინ ბაიდენმა დაადასტურა, რომ ქვეყნის სტრატეგიული რეზერვებიდან 15 მილიონი ბარელი ნავთობის გაყიდვის ბრძანება გასცა. მას საწვავის ფასის შემცირების რაიმე სხვა ზომაზე (მაგალითად, ექსპორტის შეზღუდვაზე) არ უსაუბრია.

სექტემბრის ბოლოდან ბაზრებზე ნავთობის ფასები ვიწრო დიაპაზონში იცვლებოდა. ამჟამად ფასზე გავლენას ახდენს ერთი მხრივ, OPEC+-ის ქვეყნების მიერ წარმოების ზრდის შემცირების გადაწყვეტილება, მეორე მხრივ, კი ტრეიდერები ეკონომიკის გლობალური ზრდის რისკს ხედავენ. ამავდროულად, რუსეთის ნავთობის ექსპორტზე ევროკავშირის სანქციების მოახლოებამ შესაძლოა, გლობალურ ბაზარზე შოკისმომგვრელი ტალღა გამოიწვიოს. 

თხევად საწვავზე ოთხკვირიანი სეზონური მოთხოვნა 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ დონემდე გაიზარდა, ამავდროულად, მარაგები წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა.

ენერგეტიკის ინფორმაციის ადმინისტრაციის თანახმად, აშშ-ის ნედლი ნავთობის მარაგი გასულ კვირას 1,73 მილიონი ბარელით შემცირდა.

ბენზინის ფასების ზრდამ ინფლაცია ათწლეულების განმავლობაში რეკორდულ დონემდე გაზარდა.