LIVE

მასკი უშვებს სუნამოს სახელწოდებით "დამწვარი თმა"

12 ოქტ 202215:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 921
მასკი უშვებს სუნამოს სახელწოდებით "დამწვარი თმა"

ილონ მასკმა Twitter-ზე ახალი პროდუქტის, სუნამოს გამოშვების შესახებ განაცხადა. პროდუქტს მილიარდერის დაფუძნებული კომპანია The Boring Company აწარმოებს.

მამაკაცებისთვის განკუთვნილი სუნამო სახელწოდებით "დამწვარი თმა", აღწერილია, როგორც "ამაზრზენი სურვილის არსი". 

ტვიტის გამოქვეყნების შემდეგ, მილიარდერმა თავისი პროფაილის აღწერას სუნამოს გამყიდველი დაამატა.  

პროდუქტი კომპანიის ვებგვერდზეც გამოჩნდა. სუნამოს ფასი $100-ია. მოგვიანებით მასკმა დაწერა, რომ 10000 ფლაკონი მყისიერად გაიყიდა. 

მილიარდერმა გასულ თვეში გაამჟღავნა, რომ Boring Company გამოუშვებდა მამაკაცის სუნამოს, რომლის დახმარებითაც ისინი სხვა ხალხისგან გამორჩეულები იქნებოდნენ.

მასკის თქმით, მისი გვარის გათვალისწინებით, სუნამოების ბიზნესში შესვლა გარდაუვალი იყო. მუშკი (mušk) სურნელოვანი ნივთიერებაა, რომელსაც პარფიუმერიასა და მედიცინაში იყენებენ. 

მასკს ხუმრობით არაერთი პროდუქტი აქვს გამოშვებული, რომელსაც მისი თაყვანისმცემლები კოლექციისთვის ყიდულობენ. 

2018 წელს Boring Company-მ გამოუშვა 20,000 ცეცხლმსროლი, რომელიც ოთხ დღეში, ჯამში $10 მილიონად გაყიდა. 

მან Tesla-ს კრიტიკოსების დასაცინად ასევე გამოუშვა Tesla Tequila და წითელი შორტი ე.წ. short sellers-ზე გამარჯვების ნიშნად.

მასკის განცხადებით, Boring Company ასევე გეგმავს უახლოეს წლებში შექმნას ე.წ. ჰიპერლუპი - გვირაბში მოძრავი მაღალი სიჩქარის სატრანსპორტო სისტემა, თუმცა პროექტის დაწყებას ხელს ნებართვების მოპოვება და გარემოსდაცვითი კვლევების გავლა უშლის.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლოუ დე ვეი