LIVE

მთავრობა 2023 წელს ₾16 მილიარდის საგადასახადო შემოსავლის მიღებას ელის

03 ოქტ 202212:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 937
მთავრობა 2023 წელს ₾16 მილიარდის საგადასახადო შემოსავლის მიღებას ელის

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომდევნო წელს მთავრობა 16 მილიარდ ლარამდე გადასახადების აკრეფას გეგმავს.

საგადასახადო შემოსავლების გეგმა 2022 წლის მაჩვენებელთა შედარებით 2.5 მილიარდი ლარით იზრდება.

კერძოდ, 2023 წელს საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია:

  • საშემოსავლო გადასახადი - 5.1 მილიარდი ლარი, 2022 წლის დამტკიცებულ გეგმაზე 806.8 მილიონი ლარით მეტი;
  • მოგების გადასახადი - 1.9 მილიარდი ლარი, 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას აღემატება 325 მილიონი ლარით;
  • დამატებული ღირებულების გადასახადი - 6.4 მილიარდი ლარი, 2022 წლის გეგმასთან შედარებით მატება 1 მილიარდ ლარს აჭარბებს;
  • აქციზი - 2.1 მილიარდი ლარი, ზრდა წინა წელთან 210 მილიონი ლარი;
  • იმპორტის გადასახადი - 125 მილიონი ლარი, ზრდა 40 მილიონი ლარი.

2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 24.3 მილიარდ ლარს შეადგენს, ეკონომიკური ზრდა კი 5%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული.