LIVE

მაღალი ინფლაცია ის ფასია, რომელსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრისთვის ვიხდით - მინისტრი

30 სექ 202215:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 512
მაღალი ინფლაცია ის ფასია, რომელსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრისთვის ვიხდით - მინისტრი

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი ის ფასია, რომელსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და იქ მიმდინარე ომის გამო ვიხდით. მისი განმარტებით, ინფლაცია ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

„ბუნებრივია, ინფლაცია ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა საქართველოსიც და საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება ევროკავშირის დიდ ეკონომიკებშიც. არაფერს ვამბობ პატარა ეკონომიკებზე, სადაც ინფლაციის მაჩვენებელი 20-22%-იან დონეზეა. დიდ ეკონომიკებში კი 10%-ზე მაღალია. ბუნებრივია, სურსათის, საწვავის და ა.შ. ფასების ეფექტი გარკვეულწილად საქართველოზეც აისახება და საბოლოო ჯამში, ყველამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი ის ფასია, რომელსაც ჩვენ ყველა ვიხდით იმაში, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე და იქ აწარმოებს ომს. ეს მოცემულობა აისახება არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ მთელ მსოფლიოზე“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 10.9% შეადგინა. უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს.