LIVE

საბერძნეთის პრემიერმინისტრი: მზად ვართ ყველაზე ცუდი სცენარისთვის

11 სექ 202217:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 576
საბერძნეთის პრემიერმინისტრი: მზად ვართ ყველაზე ცუდი სცენარისთვის

საბერძნეთის პრემიერმინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი აცხადებს, რომ ქვეყანამ მიიღო ზომები, რათა ზამთარში რუსული გაზის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში, საკმარისი ენერგომომარაგებით უზრუნველყოფილი იყოს.  

"მზად ვართ ყველაზე ცუდი სცენარისთვის, რომელიც არის რუსეთის მიერ ბუნებრივი აირის ნაკადების შეჩერება", - განაცხადა მიცოტაკისმა ქალაქ სალონიკიში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მიცოტაკისმა ასევე აღნიშნა, რომ საბერძნეთმა მოიმარაგა თხევადი ბუნებრივი აირის საკმარისი მოცულობა. ამასთან, რამდენიმე ელექტროსადგური მზად არის გაზიდან ნავთობზე გადაერთოს. 

მსგავსი განცხადება გუშინ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც გააკეთა. მისი თქმით, გერმანია და ევროპა მზად არის გაუძლოს შედეგებს, თუ რუსეთი გაზის მიწოდებას სრულად შეაჩერებს. 

ევროპის უდიდესი ეკონომიკა კონტინენტის ენერგეტიკული კრიზისის ცენტრშია, რადგან რუსეთი ამცირებს მიწოდებას უკრაინის ომთან დაკავშირებული სანქციების საპასუხოდ.

Nord Stream 1-ის მილსადენი, რომლითაც რუსული გაზი გერმანიას მიეწოდება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაიხურარუსეთმა ივნისში მილსადენის გამტარუნარიანობა 40%-მდე და ივლისში 20%-მდე შეამცირა.