LIVE

პანდემიამ ამერიკელი მოსწავლეები კითხვისა და მათემატიკის უნარებით 20 წლით უკან დააბრუნა

02 სექ 202216:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 483
პანდემიამ ამერიკელი მოსწავლეები კითხვისა და მათემატიკის უნარებით 20 წლით უკან დააბრუნა

უახლესი კვლევის თანახმად, პანდემიასთან დაკავშირებულმა შეფერხებებმა ამერიკელი მოსწავლეების სწავლის ხარისხი გააუარესა.

განათლების სტატისტიკის ეროვნული ცენტრის (NCES) მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ მეოთხე კლასში კითხვისა და მათემატიკის ქულები დაეცა ყველაზე მეტად ბოლო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, საშუალოდ თითო 5 და 7 ქულით. ეს იყო მათემატიკაში პირველი და კითხვის ყველაზე დიდი ვარდნა ბოლო 30 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ გაუარესება დაფიქსირდა ყველა ეთნიკურ ჯგუფში, შავკანიანმა და ესპანელმა მოსწავლეებმა ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენეს, ინგლისურში საშუალოდ 6, ხოლო მათემატიკაში 13 და 8.

NCES-ის კომისრის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, დანიელ მაკგრატმა შეფასებებს უწოდა “ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვარდნა ერთი შეფასების ციკლში”, 50-წლიან ისტორიაში. მისივე თქმით, ამჟამად მოსწავლეები 20 წლის წინანდელ დონეზე არიან.

2020 წელს პანდემიის დაწყებიდან სკოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა. ზოგიერთი დახურვა ხანმოკლე იყო, ზოგი კი წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ დისტანციურმა სწავლებამ უფრო დიდი გავლენა იქონია ბავშვებზე, რომლებსაც სახლში ნაკლები წვდომა ჰქონდათ წარმატების მისაღწევად საჭირო ინსტრუმენტებზე.

9 წლის მოზარდების 70%-დან, რომლებიც დისტანციურად სწავლობდნენ 2020-2021 სასწავლო წელს, საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებს ყოველთვის ჰქონდათ წვდომა პლანშეტზე, ლეპტოპზე ან კომპიუტერზე, ისევე როგორც პირობები წყნარ ადგილას გარკვეული დროის განმავლობაში სამუშაოდ.

“COVID-19-ის შეფერხებებმა, სავარაუდოდ, გააძლიერა მრავალი პრობლემა, რომელსაც განვიცდიდით”,- თქვა პეგი კარმა, NCES-ის კომისარმა.  

ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის მიერ ივლისში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მასწავლებელთა უმრავლესობა უკმაყოფილო იყო სამუშაოთი. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელა ქერონი