LIVE

OPEC-ი ნავთობის მიწოდების შემცირებას განიხილავს

25 აგვ 202217:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 739
OPEC-ი ნავთობის მიწოდების შემცირებას განიხილავს

OPEC-მა შესაძლოა გლობალურ ბაზარზე ნავთობის მიწოდება შეამციროს. სულ უფრო მეტი ქვეყანა უჭერს მხარს საუდის არაბეთის შეხედულებას, რომ ნავთობის გლობალური ბაზრების სტაბილიზაციისთვის შესაძლოა მიწოდების შეზღუდვა იყოს საჭირო.

ნავთობის ბაზარი განიცდის “გათიშვას”, რადგან საერთაშორისო ფიუჩერსული კონტრაქტები - რომლებიც ბოლო თვეებში დაეცა - ვერ ასახავს მიწოდებისა და მოთხოვნის საფუძვლებს, თქვა პრინცმა აბდულაზიზმა ინტერვიუში. მისი თქმით, შედეგი იყო ფასების “ექსტრემალური” ცვალებადობა.

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია და მისი პარტნიორები მზად არიან, შეამცირონ გამომუშავება, რათა ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების მხარეები წონასწორობაში დააბრუნონ.

საუდის არაბეთის პოზიცია მოულოდნელი იყო ნედლი ნავთობის მოვაჭრეებისთვის. ნავთობის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი შეერთებული შტატების ზეწოლის ქვეშ იყო, რათა დახმარებოდა ბენზინის ფასების შემცირებას მიწოდების გაზრდით. გასულ თვეში საუდის არაბეთს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც ეწვია, მაგრამ რიადმა და OPEC+-ის პარტნიორებმა მას სიმბოლური, დღეში მხოლოდ 100,000 ბარელით მატებით უპასუხეს.

OPEC+-ს ასევე უწევს შეებრძოლოს წევრი ქვეყნიდან ირანიდან ექსპორტის განახლების პერსპექტივას, რომელიც უახლოვდება საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების აღდგენას. ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ირანს მოეხსნება აშშ-ის სანქციები ნავთობის ვაჭრობაზე. ამავდროულად, ევროკავშირის ზომები მიიღება OPEC+-ის წევრი რუსეთიდან მიწოდების შემცირების მიზნით უკრაინაში შეჭრის გამო.

საბოლოო გადაწყვეტილებას ორგანიზაცია 5 სექტემბერს, OPEC+-ი მომდევნო შეხვედრაზე მიიღებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: გრანტ სმიტი, ხალიდ ალ ანსარი და ვერიტი რეტკლიფი