
ბიტკოინმა სამშაბათს 48,000 დოლარიან რეკორდს მიაღწია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც Tesla–მ კრიპტოვალუტაში $1,5 მილიარდიანი ინვესტიციის შესახებ განაცხადა. Tesla-ს დამფუძნებლის, ელონ მასკის ფლირტი კრიპტოვალუტასთან უკვე მრავალ წელს, Twitter-ის პოსტს და გაზიარებულ მიმს ითვლის. მასკის ეს ნაბიჯები ხშირად ბაზარზე დიდ ზეგავლენას ახდენს.
Tesla-ს გადაწყვეტილება, მიიღოს ბიტკოინი, როგორც გადახდის საშუალება, სავარაუდოდ, ვირტუალური ვალუტის პოზიციებს მნიშვნელოვნად გაამყარებს.
ელონ მასკისა და კრიპტოვალუტების ურთიერთობა წლების განმავლობაში ასე გამოიყურებოდა:
2017 წლის ნოემბერი
გაჩნდა სპეკულაციები იმის შესახებ, რომ მასკი არის სატოში ნაკამოტო, კრიპტოვალუტის იდუმალი გამომგონებელი. მილიარდერი ამას უარყოფს და ამბობს, რომ არ ახსოვს, სად შეინახა თავისი ბიტკოინი.
2020 წლის ივლისი
მასკის Twitter გვერდი იმ ანგარიშებს შორის მოხვდა, რომლებიც კრიპტო თაღლითობის მიზნით გატეხეს, რომ მათი მფლობელები მინიმუმ 120 000 აშშ დოლარის ქვივალენტი ბიტკოინის გაცემაში დაერწმუნებინათ.
მილიარდერი ამავე თვეში ავრცელებს ტვიტს: ”მაპატიეთ, მე მხოლოდ Doge-ს ვყიდი!” ის გულისხმობს Dogecoin– ს. კრიპტოვალუტა ხუმრობით შეიქმნა 2013 წელს. მისი მასკოტი შიბა ინუს ჯიშის ძაღლია.
2020 წლის დეკემბერი
მასკი სვამს კითხვას, რამდენად შესაძლებელია Tesla-ს ბალანსზე მსხვილი ტრანზაქციების ბიტკოინში გადაყვანა. ეს ხდება Twitter-ზე MicroStrategy-ის აღმასრულებელ დირექტორთან მაიკლ სეილორთან საუბრისას, "შესაძლებელია ასეთი დიდი ოპერაციები?" კითხულობს მასკი ტვიტში.
2021 წლის იანვარი
Dogecoin ხდება საცალო ტრეიდერების აკვიატება ნაწილობრივ მასკის ტვიტის წყალობით, რომელიც ჟურნალ "Dogue"-ის გარეკანია. განმარტება არ გაკეთებულა, თუმცა ბევრმა მომხმარებელმა ეს Dogecoin– ის კიდევ ერთ რეფერენსად მიიჩნია.
ამავე თვეში, მასკი ახსნა-განმარტების გარეშე, Twitter-ის პროფილის გვერდს უმატებს "# ბიტკოინს". რამდენიმე წუთში, ბიტკოინის ღირებულება 15% -ზე მეტით იზრდება და $ 38,000-ს აჭარბებს. ჩნდება სპეკულაცია, რომ მილიარდერი შესაძლოა თავად არის ბიტკოინის ინვესტორი.
2021 წლის 1 თებერვალი
Clubhouse-ის სოციალურ აუდიო აპლიკაციაში მასკი აცხადებს, რომ ის ბიტკოინის მხარდამჭერია. "ბიტკოინი კარგი რამ არის" - ამბობს მასკი და დასძენს, რომ მას დააგვიანდა და კრიპტოვალუტა რვა წლის წინ უნდა ეყიდა.
2021 წლის 4 თებერვალი
მასკი არღვევს Twitter-ის პაუზას და აგზავნის ტვიტებს Dogecoin-ის შესახებ. "No highs, no lows, only Doge" - წერს ის Twitter-ზე
2021 წლის 8 თებერვალი
Dogecoin რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, მას შემდეგ, რაც მასკი და სხვა ცნობილი ადამიანები, სნუპ დოგისა და ჯინ სიმონსის ჩათვლით, მის შესახებ პოსტავენ.
2021 წლის 8 თებერვალი
Tesla აცხადებს ბიტკოინში 1.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცის შესახებ და იქვე დასძენს, რომ ციფრულ ვალუტას ელექტრომობილების გაყიდვისას გადახდის საშუალებად მიიღებს. განცხადება ბიტკოინის ფასს 20% -ზე მეტით ზრდის.
Dogecoin–ის საბაზრო ღირებულება ახლა დაახლოებით 10 მილიარდი დოლარია. CoinMarketCap– ის თანახმად, ის 10 ყველაზე მსხვილ კრიპტოვალუტას შორის არის.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტინ სერვანდო