LIVE

ივლისში უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი გაიზარდა

11 აგვ 202210:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 570
ივლისში უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი გაიზარდა
REUTERS/Valentyn Ogirenko/

უკრაინის მარცვლეულის, ზეთის თესლისა და მცენარეული ზეთის ექსპორტი ივლისში ივნისთან შედარებით 22,7%-ით, 2,66 მილიონ ტონამდე გაიზარდა, ძირითადად ხორბლისა და ქერის გადაზიდვების წყალობით.

უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი ომის დაწყების შემდეგ შემცირდა, რადგან შავი ზღვის პორტები დაიკეტა, რამაც გამოიწვია საკვების გლობალური ფასების ზრდა, ხოლო აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში - დეფიციტის შიში.

გასულ თვეში დაიდო შეთანხმება უკრაინის საზღვაო პორტების განბლოკვის თაობაზე. უკრაინამ განაცხადა, რომ შეთანხმების დადების შემდეგ 370 000 ტონა მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდა.

ივლისში განხორციელებული ექსპორტი მოიცავდა 412,000 ტონა ხორბალს, 183,000 ტონა ქერს, 1,1 მილიონ ტონა სიმინდს, 362,100 ტონა მზესუმზირის თესლს და სხვა საქონელს. თუმცა, სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი წლიურად თითქმის 52%-ით შემცირდა. 

სამინისტროს მონაცემებით, 2022/23 წლებში ექსპორტი მოიცავს 1,45 მლნ ტონა სიმინდს, 562,000 ტონა ხორბალს და 192,000 ტონა ქერს.

მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია მოიპოვოს სულ მცირე 50 მილიონი ტონა მარცვლეული მიმდინარე წელს, 2021 წლის რეკორდულ 86 მილიონ ტონასთან შედარებით.