LIVE

რა საერთო აქვს Apple-ს, Facebook-ს, Twitter-ს და Robinhood-ს

10 თებ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 436
რა საერთო აქვს Apple-ს, Facebook-ს, Twitter-ს და Robinhood-ს
GEORGE WYLESOL

Robinhood, Facebook, Twitter და Apple აქტიურად იწყებენ მათ პლატფორმებზე განთავსებულ ქონთენთზე პასუხისმგებლობის აღებას.

Robinhood-მა მიმ-აქციების შეზღუდვა გადაწყვიტა. Facebook-მა და Twitter-მა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ანგარიშები გააუქმეს, Apple-მა კი გადაწყვიტა iPhone-ის მომხმარებლებისგან სხვა კომპანიებისთვის მონაცემების მიღება გაართულოს. ამ პლატფორმებმა გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც მათ სამართლებრივ ვალდებულებებს სცილდება. ეს პასუხისმგებლობის აღების მცდელობაა, რომელსაც ისინი აქამდე თავს არიდებდნენ.

რა თქმა უნდა, ამისთვის თითოეულს საკუთარი მიზეზი აქვს: Facebook- მა და Twitter- მა განგაში მას შემდეგ ატეხეს, რაც ეს სოციალური მედიები გარკვეულმა ჯგუფებმა კაპიტოლიუმზე თავდასხმისთვის გამოიყენეს. Robinhood-მა GameStop-ზე და სხვა აქციებზე ვაჭრობა მას შემდეგ შეზღუდა, რაც მარეგულირებლებმა უფრო მაღალი ფულადი დეპოზიტები მოითხოვეს.

აქამდე ონლაინ პლატფორმები მიიჩნევდნენ რომ ისინი მხოლოდ მაკავშირებლები იყვნენ და არაფერი ევალებოდათ იმ ურთიერთქმედების მოდერირებისთვის, რომლის ავტორებიც თვითონ არიან. მაგრამ რეალობა ყოველთვის განსხვავებული იყო: Apple–მა თავიდანვე გარკვეულწილად ბუდნოვანი წესები დაადგინა იმის შესახებ, თუ რა იყო App Store– ში ნებადართული და რა არა. ტექ. კომპანიების ახალი ნაბიჯები ახლა გაცილებით პირდაპირია.

Robinhood-ის გამოცდილება ოდნავ განსხვავებულია. როდესაც კლირინგმა საბროკეროსგან უფრო მეტი დეპოზიტი მოითხოვა, ამან აიძულა კომპანია Reddit-ის WallStreetBets ფორუმიდან შემოდინებული ველური ინვესტიციები შეეკავებინა. როგორც ჩანს,ფინანსურ ბაზრებზე ერთი საუკუნის განმავლობაში განვითარებული შემკავებელი და გამაწონასწორებელი სისტემა ჯერ კიდევ მუშაობს.

ასეთი სტრუქტურები ტექნიკური პლატფორმებისთვის უბრალოდ არ არსებობს. ამის ნაცვლად, ისინი თავად არეგულირებენ საკუთარ თავს. Apple ცდილობს დაარეგულიროს რა მონაცემებს წაიღებს მისი მომხმარებლებისგან Facebook. ხოლო სოციალური მედიის პლატფორმები ახალი წესებით და რეგულაციებით ცდილობენ  დეზინფორმაციის გამვრცელებლებს ებრძოლონ. კომპანიები მსგავს გადაწყვეტილებებს თავად იღებენ, ალბათ იმ მიზეზით, რომ მსგავსი ცენზურის კანონმდებლობა არ არსებობს. თუმცა, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თვითრეგულირება იშვიათად არის ეფექტიანი, ზედმეტ რეგულაციებს კი სხვა რთული პრობლემები მოაქვს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექს ვები