LIVE
ვიდეო
03 დეკ, 2021 18:56
ფხაკაძე საწვავის ფასზე: ბიზნესს არ აქვს ბერკეტი, რაიმე გააკეთოს
2645

"ვისოლის" დირექტორი, სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ ბიზნესი გადასახადების ნებისმიერ შემცირებას, მათ შორის, საწვავზე აქციზის შემცირებას მიესალმება.

მისივე განცხადებით, საქართველო იმპორტიორი ქვეყანაა და ძვირად ნაყიდი საწვავი იაფად ვერ გაიყიდება.

"საქართველო საწვავის იმპორტიორია. სავაჭრო ქსელები, რომლებიც საწვავის ინდუსტრიაში არიან წარმოდგენილები, არიან გამტარები - ყიდულობენ და ყიდიან საწვავს, თუ მაღალ ფასში შევისყიდით საწვავს, იმას იაფად ვერ გავყიდით. ბიზნესს არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ რაიმე გააკეთოს საწვავის ფასისი მიმართულებით. თუ მთავრობა აქციზს შეამცირებს, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით",- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, "ვისოლმა" დეკემბრის შუა რიცხვებიდან საწვავის გაიაფება დააანონსა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ