ვიდეო
25 ნოე, 2021 15:01
მიგრანტების ნავის ჩაძირვის საქმეზე პოლიციამ მე-5 პირი დააკავა
99

საფრანგეთიდან დიდი ბრიტანეთისკენ მიმავალი ნავის ჩაძირვის ფაქტზე საფრანგეთის პოლიციამ მე-5 პირიც დააკავა.

საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, ხუთივე ტრეფიკინგშია ეჭვმიტანილი. ამასთან, რეგიონულმა პროკურორმა გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო. 

ალეს მახლობლად მდებარე არხში, ნავის ჩაძირვის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შვიდი ქალი და სამი ბავშვია. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულთაგან უმრავლესობა საფრანგეთში ახლო აღმოსავლეთიდან ჩავიდა, ხოლო ორი გადარჩენილი სომალისა და ერაყის მოქალაქეა.

ბორის ჯონსონმა საფრანგეთი არასათანადო ნაბიჯების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მიგრანტების ჩრდილოეთ საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში გადასვლის შესაჩერებლად საკმარისად არ მოქმედებს. 

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო მზად არის საფრანგეთს ჩრდილოეთ სანაპიროებზე პატრულირებაში დაეხმაროს, რათა თავიდან აიცილოს გემების ქვეყანაში შესვლა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ ძალისხმევას, რათა მომავალში მსგავსი უბედურება თავიდან იქნას აცილებული. 

მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებული მონაცემებით, წელს გემით ბრიტანეთში 25,000 მიგრანტი მოხვდა, რაც გასულ წელთან შედარებით, სამჯერ დიდი მაჩვენებელია. თვის დასაწყისში დიდ ბრიტანეთში 1000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. 

კვირის დასაწყისში, შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა საფრანგეთიდან ჩასული არალეგალური მიგრანტების რაოდენობას "მიუღებელი" უწოდა.

მომხდარი უბედურების და უკიდურესი სიცივის მიუხედავად, მიგრანტების ბრიტანეთის საზღვრის გადაკვეთას კვლავ ცდილობენ. დღეს დილით ბრიტანეთში ორი ნავი ჩავიდა. მასზე 40 ადამიანი იმყოფებოდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კიტი დონალდსონი და სემი ადგირნი

მეტის ჩვენება