LIVE
ვიდეო
13 ოქტ, 2021 17:40
პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა, ევროპას საკმარისი გაზი მიაწოდოს
885

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, მზადაა უზრუნველყოს ევროპისთვის საჭირო ბუნებრივი აირის მიწოდება. მისი შეფასებით, ენერგეტიკული კრიზისი არასწორი პოლიტიკითაა გამოწვეული და არა მარაგის ნაკლებობით.

ევროპის გაზის უმსხვილესი მიმწოდებელი “მზადაა განიხილოს ნებისმიერი დამატებითი ნაბიჯი” და დააკმაყოფილოს პარტნიორები, განაცხადა პუტინმა მოსკოვში ენერგეტიკულ კვირეულზე. ამასთან, მან გააკრიტიკა კონტინენტი ენერგეტიკაში სისტემური ხარვეზებისთვის.

გაზისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდა ევროპის ეკონომიკას აზიანებს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო გაზის გიგანტი Gazprom ასრულებს გრძელვადიანი მიწოდების კონტრაქტებს, კონტინენტზე ენერგეტიკული კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი რუსეთიდან მოლოდინზე დაბალი მარაგია.

პუტინმა თქვა, რომ ევროპელმა მომხმარებლებმა შეცდომა დაუშვეს, როცა გაზის საცავების შესავსებად გრძელვადიანი კონტრაქტების ნაცვლად მოკლევადიანი ბაზრის მარაგს დაეყრდნენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დინა ხრენიკოვა და ოლგა ტანასი

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ