LIVE
ვიდეო
14 სექ, 2021 16:00
აშშ ვაქცინაციის მაჩვენებლით G7-ის ყველა ქვეყანას ჩამორჩა
560

აშშ ახლა მსოფლიოში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებლით ყველაზე ძლიერ დემოკრატიულ ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზეა. შეერთებულმა შტატებმა კამპანია ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო და მის წარმატებით განხორციელებაში დიდი რესურსი ჩადო, რის გამოც დიდხანს იკავებდა ვაქცინაციის მხრივ მოწინავე ადგილს, თუმცა ახლა აშშ G7-ის ყველა ქვეყანამ უკან მოიტოვა.   

შეერთებულ შტატებს უკვე უსწრებს იაპონია, რომელმაც მასობრივი ვაქცინაცია აპრილში დაიწყო და იმუნიზაციის სწრაფ ტემპს ამ დრომდე ინარჩუნებს. აზიის ქვეყანაში მინიმუმ ერთი დოზა ვაქცინით მოსახლეობის 63.6% აიცრა, ხოლო აშშ-ში - 63.1%. ამ დროისთვის აშშ მას უსწრებს სრულად ვაქცინირებულების მაჩვენებლით. იაპონიაში ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 51%, შეერთებულ შტატებში კი - 53.8%, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელიც მალე გადაილახება. 

იაპონია აცხადებს, რომ ოქტომბერში G7-ის ქვეყნების სათავეში მოექცევა. ამჟამად ჯგუფის ლიდერია საფრანგეთი, სადაც მოსახლეობის 76% სრულად აცრილია. 

ანტივაქსერული კამპანიის გაძლიერების ფონზე შენელებული ვაქცინაციის ტემპი გამოწვევაა ამერიკისთვის, სადაც გუშინ 260 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

გასულ კვირას ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც ფედერალური მთავრობის ყველა თანამშრომლისთვის, ჯანდაცვის მუშაკებისთვის და დიდი კომპანიის თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლიზა დუ

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ