LIVE
ვიდეო
10 ივნ, 2021 16:30
G7-ის სამიტზე ელექტრომობილებზე გადასვლის დაჩქარებაზე მსჯელობენ
656

G7-ის სამიტზე ლიდერები განიხილავენ ეკოლოგიურ ტრანსპორტზე მასობრივად გადასვლის ამბიციურ გეგმებს, რაც კლიმატის ცვლილებების პაკეტის ნაწილია. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი განხილული წინადადების თანახმად, G7-ის წევრები შეეცდებიან უზრუნველყონ, რომ სრულად შემცირდეს ბენზინის ან დიზელის ძრავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა “2030 წლისთვის ან უფრო ადრე”. 

ჯერ არ არის ცნობილი, რა კონკრეტულ ვალდებულებებს აიღებენ წევრი ქვეყნები, თუმცა, შესაძლოა, შეთანხმება აღმოჩნდეს გადამწყვეტი მომენტი ნავთობის გლობალური მოხმარების შემცირებისა და სასათბურე გაზების ემისიების შემცირებისკენ.

მთავრობები თანხმდებიან გამონაბოლქვის შემცირების მიზნით დაფინანსების ზრდაზე, თუმცა დეტალები უცნობია. დიდი შვიდიანის წევრი ქვეყნები თანხმდებიან განვითარებად ქვეყნებში ნახშირბადის ემისიის შემცირების მიზნით $100 მილიონის გამოყოფაზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალბერტო ნარდელი და ჯოშ ვინგროვი

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ